17.8 C
Tbilisi
შაბათი, სექტემბერი 12, 2026
banner

შეთანხმება ვერ შედგა — ანაკლიაში მიწის მფლობელებს ქონებას მშენებლობისთვის ჩამოართმევენ

ანაკლიის ღრმაწყლოვან პორტთან დამაკავშირებელი საავტომობილო გზის, რკინიგზისა და შესაბამისი ინფრასტრუქტურის პროექტის ფარგლებში 12 222 კვადრატული მეტრი მიწის ნაკვეთის ექსპროპრიაციის პროცედურა დაიწყება. BMG-ის ინფორმაციით, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა შესაბამისი ბრძანება 20 აგვისტოს გამოსცა.

მინისტრის ბრძანების თანახმად, პროცედურის დაწყების მიზეზი გახდა ის, რომ ქონების ნებაყოფლობით გამოსყიდვაზე მოლაპარაკებები შეთანხმებით ვერ დასრულდა. პროექტს მიენიჭა აუცილებელი საზოგადოებრივი საჭიროების სტატუსი, ხოლო საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტს მიეცა უფლებამოსილება, ექსპროპრიაციის უფლების მოსაპოვებლად სასამართლოს მიმართოს.

მინისტრის ბრძანება ავტომატურად არ ნიშნავს საკუთრების საბოლოო ჩამორთმევას. ქონების საბაზრო ღირებულებასა და საკომპენსაციო თანხაზე შეუთანხმებლობის შემთხვევაში, საბოლოო გადაწყვეტილებას სასამართლო მიიღებს.

სულ ექსპროპრიაციას ექვემდებარება 12 222 კვ.მ ფართობი:

სოფელი კიროვი: 10 007 კვ.მ

სოფელი ანაკლია: 1 546 კვ.მ

სოფელი დარჩელი: 669 კვ.მ (ორი ნაკვეთი: 605 კვ.მ და 64 კვ.მ)

ზოგიერთ ნაკვეთზე ექსპროპრიაცია ასევე მოიცავს არსებულ აქტივებს, მათ შორის ღობეებსა და მრავალწლიან ნარგავებს.

საავტომობილო გზების დეპარტამენტის ცნობით, ამ ეტაპზე პროექტისთვის სულ 1 720 553 კვ.მ რეგისტრირებული მიწის ნაკვეთის გამოსყიდვის პროცესი მიმდინარეობს.

banner
წინა სტატიაშიირანის საგარეო უწყება: ყველა ქვეყანა ვალდებულია თავი შეიკავოს თეირანის წინააღმდეგ აშშ-ის სანქციების გატარებისგან
შემდეგი სტატია“ჩვენ ორიდან რომელიმე მართლა ცუდად არის”- არქიმანდიტრი დოროთე პატრიარქის განცხადებას პასუხობს