შეთანხმება მნიშვნელოვანი, წინ გადადგმული ნაბიჯია, მაგრამ ახლა გადამწყვეტია მისი დროულად შესრულება – გიგი წერეთელი

„ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტის გიგი წერეთელის განცხადებით – ოპოზიციასა და მმართველ გუნდს შორის შეთანხმება ძალიან პოზიტიური და მნიშვნელოვანი ნაბიჯია ქვეყნისთვის და პოლიტიკური პროცებისთვის განსაკუითრებით წინასაარჩევნო პერიოდში. მონაწილე მხარეების კონსტრუქციულობა აღსანიშნავია და განსაკუთრებული მადლობა ეკუთვნით იმ ელჩებს და დიპლომატებს ვინც მედიაციას უწევდა აღნიშნულ შეხვედრებს.

ამერიკის ელჩის აქტივობამ და ევროპელი კოლეგების ეფექტურმა მედიაციამ ამ ეტაპისთვის მნიშვნელოვანი შედეგი მოგვცა. თუმცა ახლა დგება კიდე უფრო სერიოზული ეტაპი როდესაც ამ შეთანხმების პუნქტები უნდა შესრულდეს. საერთაშორისო ორგანიზაციები და ჩვენი უცხოელი პარტნიორები ვინც აქტიურად იყვნენ ჩართულები ამ პროცესში და მძაფრად კრიტიკულები იყვნენ ხელისუფლების ხისტი პოზიციის და ქმედებების მიმართ ასევე ყურადღებით დააკვირდებიან შეთანხმების პირობების შესრულებას.
ორი მთავარი საკითხის მოგვარება რაც უკავშირდება ერთის მხრივ – საკანონმდებლო ცვლილებს შეთანხმებული პროპორციების დაკანონებისთვის კონსტიტუციაში და მეორეს მხრივ პოლიტიკურად მოტივირებული საქმეების შეწყვეტას, პოლიტიკური ნიშნით დაკავებული ადამიანების განთავისუფლებას რისი ლეგიტიმური მექანიზმებიც არსებობს – სწორედ ეს ამოცანა დგას ხელისუფლების წინაშე, რომელმაც უმოკლეს ვადებში უნდა მოახერხოს შესაბამისი გადაწყვეტილებების მიღება, ოპოზიციური პარტიები ამ პროცესს მაქსიმალურად ხელს შეუწყობენ.

რათქმაუნდა ოპოზიციასა და ხელისუფლებას შორის შეთანხმების რეალიზაციით 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებისთვის მხოლოდ სამართლიანი წინაპირობები იქმნება, მაგრამ ბევრი რამ იქნება დამოკიდებული თუ როგორ ჩატარდება საარჩევნო კამპანია და არჩევნების დღე, რამდენად იქნება დაცული პროცესი ტრადიციული ადმინისტრაციული ცარევებისაგან, ამომრჩევლებზე ზეწოლისა და მოსყიდვისაგან და სხვა არაკანონიერი მოქმედებებისაგან, რისი მკაფიო რეკომენდაციებიც საერთაშორისო სადამკვირვებლო მისებს და პირველ რიგში ეუთო-ს გამოთქმული აქვს. საპარლამენტო არჩევნებს საერთაშორისო ორგანიზაციები გაუწევენ მონიტორინგს და შესაბამისი შეფასებებიც გაკეთდდება. საქართველოს მომავლისთვის, მისი დემოკრატიული განვითარებისა და ევროატლანტიკური ინტეგრაციისთვის ამ შეფასებებს გადამწყვეტი როლი ექნება.“ – გიგი წერეთელი

banner
წინა სტატიაშიშალვა ნათელაშვილი: ნამდვილად დადგა ისტორიული პოლიტიკური გაზაფხული
შემდეგი სტატიასაპარლამენტო არჩევნებში ერთი პარტიის მიერ ყველა მაჟორიტარული ოლქის მოგება შეუძლებელი იქნება