შეტევის მეორე სერია უკრაინაში რუსული გაგებით ნამდვილი ომი იქნება – პაატა ზაქარეიშვილი

„ერთი ორად შეიცვალა როლები, უკრაინელები გამარჯვებას გრძნობენ და რუსები დამარცხებას,“ – ამის შესახებ კონფლიქტოლოგმა პაატა ზაქარეიშვილმა TV პირველის ეთერში რუსეთ-უკრაინის ომთან დაკავშირებით განაცხადა.

პაატა ზაქარეიშვილის თქმით, რადგან რუსეთმა უკრაინაზე შეტევის მეორე სერია დაიწყო, რაღაც ლოგიკურ დასასრულამდე მიიყვანს.

კონფლიქტოლოგი ამბობს, რომ რუსეთის მოლოდინი იყო ბრძოლა მითიურ უკრაინასთან, თუმცა ბრძოლის პროცესში აღმოაჩინა რომ ეს ასე არ არის და უკრაინა ძლიერი სახელმწიფოა.

„სამწუხაროდ, დიდი იმედები არ მაქვს, მაგრამ სამწუხაროდ რუსეთმა რადგან წამოიწყო ეს შეტევა, რაღაც ლოგიკურ დასასრულამდე უნდა მიიყვანოს, რამდენად მიიყვანს სხვა საკითხია.

რუსეთმა ხელახლა განახორციელა შეტევა რეალურ უკრაინასთან, პირველ ეტაპზე ებრძოდა მითიურ უკრაინას, რომელიც მალე დანებდებოდა და მიხვდნენ რომ ეს ასე არ არის, იქ არის რეალური სახელმწიფო და ნამდვილი ჯარი ებრძვის მათ. ისინი უკვე მიხვდნენ რომ უკრაინა ძლიერი სახელმწიფოა, ძლიერი არმიით და მასთან საჭიროა სერიოზული ომი. ამიტომ, ასე ვთქვათ ეს მეორე სერია რუსული გაგებით ნამდვილი ომი იქნება.

რუსეთის რესურსები ძალიან შესუსტებულია, პირველ სერიაში მწყობრიდან გამოვიდა 80 ათასზე მეტი ჯარისკაცი , აქედან 20 ათასი დაღუპულია, თანაც დემორალიზებულია რუსული არმია. ეგონათ, რომ გამარჯვებით შედიოდნენ, ამიტომ პუტინი შესაძლოა, მიხვდა რაღაც-რაღაცებს, მაგრამ რუსი ჯარისკაცი არის დემორალიზებული. ამ ფონზე უკრაინელმა ხალხმა გამარჯვება დაიჯერა და მორალურად წელშია გამართული. ერთი ორად შეიცვალა როლები, უკრაინელები გამარჯვებას გრძნობენ და რუსები დამარცხებას გრძნობენ, ხალხს და ჯარისკაცებს ვგულისხმობ

ეკონომიკური კრიზისი დაიწყო, ტანკების დიდი რაოდენობა დაკარგეს, გადავიდნენ მეორად ტანკებზე, ფორმაც კი ძველი აცვიათ, ჩაფხუტებიც კი ძველი წარმოების აქვთ. აშკარად ჩანს, რომ მათ პირველ ეტაპზე უნდოდათ გამარჯვებით მოევლოთ მთელი უკრაინა თუ არა ნახევარი უკრაინა მაინც. ამ ფონზე განწყობა სხვა აქვთ, მაგრამ რესურსები არ აქვთ“, – აღნიშნა ზაქარეიშვილმა.

რაც შეეხება დასავლეთის ჩართულობას ამ პროცესში, პაატა ზაქარეიშვილი ამბობს რომ „დასავლეთი მაქსიმალურად ცდილობს საომარი მოქმედებები ევროპაში არ გავრცელდეს“.

banner
წინა სტატიაშისაქართველოსა და საბერძნეთს შორის დიპლომატიური ურთიერთობების 30 წლისთავი აღინიშნება
შემდეგი სტატიასაერთაშორისო მხარდაჭერა გვჭირდება – მარიუპოლის გადარჩენა ისევ შესაძლებელია – უკრაინის 36-ე საზღვაო ბრიგადის მეთაური