შეტევა “თიბისი ბანკზე” – ოპოზიცია ლარის გაუფასურების მიზეზებზე საუბრობს

ლარის კურსის ვარდნას პოლიტიკოსები ეხმაურებიან. ოპოზიციის წევრები იმ მიზეზებს ასახელებენ, რამაც ეროვნული ბანკის სამ დღეში 5 თეთრით გაუფასურება გამოიწვია. ხელისუფლების ოპონენტების აზრით, ლარის კურსის ვარდნაზე გავლენას ახდენს „თიბისი ბანკზე“ განხორციელებული შეტევა.

მათი თქმით, ლონდონის საფონდო ბირჟაზე საქართველოში უმსხვილესი ბანკის აქციების ფასი მცირდება. ოპოზიცია ხელისუფლების გარდა, ეროვნულ ბანკსაც აკრიტიკებს და აცხადებს, რომ სებ-მა დამოუკიდებლობა დაკარგა.

„დანაშაულებრივი პოლიტიკაა, რასაც დღევანდელი მთავრობა ახორციელებს და, სამწუხაროდ, ამაში ჩაერთო ეროვნული ბანკიც, რომელმაც მთლიანად დაკარგა დამოუკიდებლობა, ეს ყველაფერი სერიოზული რისკის ქვეშ აყენებს ქვეყნის საფინანსო სისტემას. ეს არის ის პოლიტიკა, რომელიც ანადგურებს „თიბისი-ს“ და მისი აქციების ფასი მცირდება, დაახლოებით, 2%-ით ყოველდღიურად, ის რეგულაციები, რომელიც მთავრობის ინიციატივით ეროვნული ბანკი მომენტალურად ატარებს და კრედიტებზე ხელმისაწვდომობა მოსახლეობას გაუძვირდა, პირდაპირ აჩერებს ეკონომიკას,“ – განაცხადა „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა, ზურაბ მელიქიშვილმა.

ოპოზიციის წარმომადგენლები ამბობენ, რომ ლარის გაუფასურებაზე გავლენას ახდენს პოლიტიკური კრიზისი.

„ლარის ასეთი გაუფასურება ძალიან ბუნებრივი შედეგია იმ ღრმა პოლიტიკური კრიზისის და მნიშვნელოვნად შეფერხებული ეკონომიკური განვითარების, რომელსაც ბოლო წლების განმავლობაში ვუყურებთ და იმ მოვლენების, რომელიც ბოლო თვეების განმავლობაში ხდება. ვგულისხმობ პირდაპირ შეტევას „თიბისი ბანკზე,“ მსხვილი ეკონომიკური პროექტის, ანაკლიის პორტის მშენებლობის ფაქტობრივად, უარის თქმას და ამ ყველაფრის პოლიტიკურ მიზნებთან კავშირს, რომელიც ივანიშვილ უკავშირდება,“ – განაცხადა „ევროპული საქართველოს“ წევრმა, ირაკლი აბესაძემ.

banner
წინა სტატიაშიდავით ჭიჭინაძე ეკა ბესელიას ფრაქციაში არ შევა
შემდეგი სტატია“მე პირადად მიმაჩნია, რომ ნამდვილად საფუძველი არის,” – ეკა ბესელია პარლამენტის თავმჯდომარის იმპიჩმენტზე საუბრობს