შეტევა სიტყვის თავისუფლებასა და მედია პლურალიზმზე – ოპოზიციური პარტიების მიმართვა საერთაშორისო საზოგადოებას

“რუსთავი 2”-ის თემაზე საერთო განცხადება გაავრცელეს ოპოზიციურმა პოლიტიკურმა პარტიებმა. ისინი საქართველოში ხელისუფლების მხრიდან სიტყვის თავისუფლებასა და მედია პლურალიზმზე განხორციელებულ შეტევაზე ამახვილებენ ყურადღებას. განცხადებას ხელს 14 პოლიტიკური პარტია აწერს.

“რუსთავი 2″ ერთადერთი დიდი პროდასავლური მთავრობის მიმართ კრიტიკული მედია საქართველოში, პრაქტიკულად მითვისებულია ქვეყნის დე ფაქტო მმართველის, ბიძინა ივანიშვილის მიერ. გვჯერა, რომ საერთაშორისო ჩარევა იქნება გადამწყვეტი საქართველოში მედია თავისუფლების, მართლმსაჯულების დამოუკიდებლობის და დემოკრატიული განვითარების შესანარჩუნებლად,” – წერია განცხადებაში.

banner
წინა სტატიაშიშსს-მ განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკი ამოიღო
შემდეგი სტატია„საკონსტიტუციო კომისია გადაიქცა სადამსჯელო იარაღად მათთვის არასასურველი პრეზიდენტის მიმართ“ – ფიქრია ჩიხრაძე