შეშფოთებული ვართ რუსეთის სათათბიროს მიერ ე.წ. შეთანხმებით რატიფიცირებით – იან კელი

“შეშფოთებული ვართ რუსეთის სათათბიროს მიერ ე.წ. შეთანხმებით რატიფიცირებით, რომელიც რუსეთისა და სამხრეთ ოსეთის შეიარაღებული ძალების ინტეგრაციას გულისხმობს,“ – ეს განცხადება ამერიკის შეერთებული შტატების საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა საქართველოში, იან კელიმ რუსეთის მიერ ცხინვალთან ე.წ. ერთობლივი შეიარაღებული ძალების შესახებ შეთანხმების რატიფიცირების შეფასებისას გააკეთა.

იან კელის თქმით, აშშ ამ შეთანხმებას არ აღიარებს და მხარეებს 2008 წლის ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმების შესრულებისკენ მოუწოდებს.

„ჩვენ არ ვაღიარებთ ამ შეთანხმების კანონიერებას და მიგვაჩნია, რომ ეს არის უკან გადადგმული ნაბიჯი. ვფიქრობ, რომ ყველა მხარე უნდა მუშაობდეს 2008 წლის ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმების იმპლემენტაციის მიზნით,“ – აცხადებს იან კელი.

აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტი გამოქვეყნებულ განცხადებაში რუსეთის მიერ ცხინვალთან გაფორმებულ ე.წ. სამხედრო შეთანხმებას გმობს.

დეპარტამენტის განმარტებით, აშშ-ს პოზიცია აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთთან დაკავშირებით ურყევია და აშშ სრულად უჭერს მხარს საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას, მის საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში.

banner
წინა სტატიაშიმსჯავრდებულებმა წმ. ნინოს ხსენების დღესთან დაკავშირებით ღონისძიება გამართეს
შემდეგი სტატიაოკუპირებულ სამხრეთ ოსეთში რუსეთის მიერ ცხინვალთან გაფორმებულ ე.წ. სამხედრო შეთანხმების მთავარ მიზნებზე საუბრობენ