“შეშფოთებული ვართ მარნეულში მომხდარი ინციდენტის გამო” – ლორა ტორნტონი

„ამერიკის ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტის“ დამკვირვებლები მარნეულში მომხდარი ინციდენტის დეტალების გასარკვევად ადგილზე ჩასვლას გეგმავენ. ორგანიზაციაში აცხადებენ, რომ ისინი მომხდარის გამო შეშფოთებულები არიან და ხელისუფლებას საქმის გამოძიებისკენ მოუწოდებენ:

“შეშფოთებული ვართ მარნეულში მომხდარი ინციდენტის გამო. ჩვენს დამკვირვებლებს დავავალეთ ვითარებაში გასარკვევად ადგილზე ჩავიდნენ. მოვუწოდებთ ხელისუფლებას, გამოიძიოს მომხდარი და დამნაშავეები მართლმსაჯულებას გადასცეს. ნებისმიერი სახის ძალადობა არჩევნების დროს მიუღებელია. ვიმედოვნებთ, ეს ინციდენტი უკანასკნელი იქნება და არჩევნები მშვიდობიან გარემოში ჩაივლის,” – განაცხადა NDI-ს საქართველოს ოფისის დირექტორი ლორა ტორნტონი.

თავდასხმა სოფელ ყიზილაჯლოში, “ქართული ოცნების” შტაბთან გუშინ გვიან ღამით მოხდა. დაჭრილია ხუთი ადამიანი.

banner
წინა სტატიაშისოფელ ილემის ბაგა ბაღში 14 ადამიანი მოიწამლა- ინტოქსიკაციის სავარაუდო მიზეზი ნამცხვარია
შემდეგი სტატიასაია ყიზილაჯლოში მომხდარის მოტივის დადგენასა და დროულ გამოძიებას ითხოვს