შეშფოთებული ვარ „ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთი ლიდერის, გიგი უგუალავასთან მიმართებით სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილების გამო

ლიეტუვის საგარეო საქმეთა მინისტრი ლინას ლინკევიჩუსი შეშფოთებას გამოხატავს „ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთი ლიდერის, გიგი უგულავას დაპატიმრების გამო.

„შეშფოთებული ვარ „ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთი ლიდერის, გიგი უგუალავასთან მიმართებით სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილების გამო. სასამართლო ორგანოები არ უნდა გამოიყენონ ოპოზიციის დევნისთვის. ეს დემოკრატიული საზოგადოებებისთვის აუცილებელი რამაა. მომავალი საპარლამენტო არჩევნები იქნება ლაკმუსის ტესტი დემოკრატიისთვის“, – წერს ლინკევიჩუსი „ტვიტერზე“.

შეგახსენებთ, რომ 10 თებერვალს, საქართველოს უზენაესმა სასამართლომ თბილისის ყოფილი მერი, ოპოზიციური პარტია „ევროპული საქართველოს“ გენერალური მდივანი გიგი უგულავა დამნაშავედ ცნო და მას 3 წლით, 2 თვით და 8 დღით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა.

banner
წინა სტატიაშიგიგი უგულავა, რა თქმა უნდა პოლიტიკური პატიმარია
შემდეგი სტატიამარგველაშვილი: ყველაფერი კომიკურია, რაც მანამდე გვიკეთებია, მე, ალასანიას, კვირიკაშვილსაც