ფინეთის საგარეო საქმეთა მინისტრი, ელინა ვალტონენი X-ზე საქართველოს საპარლამენტო არჩევნებს ეხმაურება და წერს, რომ ცნობები დარღვევების შესახებ შემაშფოთებელია.
“დემოკრატიები დაფუძნებულია თავისუფალ არჩევნებზე. შეშფოთებული ვარ ეუთო/ოდირის ანგარიშით, საქართველოში ხმის მიცემის შესახებ. არაერთი დარღვევა, ამომრჩევლებზე ზეწოლა და უთანასწორო სათამაშო მოედანი. გაურკვევლობა არჩევნების მთლიანობასთან დაკავშირებით, ძირს უთხრის ქართველი ხალხის უფლებებს”, – წერს ვალტონენი.