შეშინებული რეჟიმის წარმომადგენლის განცხადება – ხატია დეკანოიძე კობახიძეს პასუხობს

“ბატონი კობახიძის განცხადება იყო შეშინებული ბიძინა ივანიშვილის რეჟიმის განცხადება – კობახიძეს ‘ენმ”-ში უპასუხეს.

პარტიის ერთ ერთი ლიდერის, ხატია დეკანოიძის თქმით, “ოცნების” თავმჯდომარეის გამოსვლამ დღეს, დაადასტურა რომ მათ ენმ-ს პარლამენტში შესვლა არ უნდოდათ.

რაც შეეხება პრივილეგიებს და წაყენებულ ულტიმატუმს, დეკანოიძის თქმით, პარტია პარლამენტში არა თანამდებობისთვის, არამედ რეჟიმის დასამარცხებლად შედის.

“ბატონი კობახიძის განცხადება იყო შეშინებული ბიძინა ივანიშვილის რეჟიმის განცხადება, იმ ადამიანების, ვისაც ნამდვილად არ სურდათ ეხილათ პარტია ერთიანი ნაციონალური მოძრაობა, ბლოკი ძალა ერთობაშია პარლამენტში.

აქვე მას მინდა ვუპასუხო, რომ ნაციონალური მოძრაობა, ჩვენი ბლოკი პარლამენტში შედის არა რამე კონკრეტული პრივილეგიებისთვის ან თანამდებობებისთვის ან ძალაუფლების გადანაწილებისთვის ქართულ ოცნებასთან ერთად, არამედ იმისთვის, რომ ჩვენ გვქონდეს ერთ-ერთი ინსტრუმენტი და იარაღი სწორედ რეჟიმის დასამარცხებლად”,- თქვა დეკანოიძემ.

რეკლამის ბანერი
წინა სტატიაშიელისაშვილი – სახტად დავრჩი, გახარიამ რომ გამოგვიცხადა, ნეპოტიზმი, კორუფცია არისო
შემდეგი სტატიამამუკა ხაზარაძე – ვინ მიაყენა ჩვენს ქალაქს გამოუსწორებელი ზიანი და რატომ უნდა ვაპატიოთ ჩვენ ამ ადამიანებს, რამდენი უნდა ვაპატიოთ ბიუჯეტში გადასახადის გადამხდელებმა