შეშინებული და გაფითრებული ლიდერი – ანი მიროტაძე ივანიშვილის ვიდეომიმართვას აფასებს

„მე ძალიანაც არ მინდოდა, მენახა ასეთი შეშინებული და გაფითრებული ლიდერი,“ – ასე ეხმაურება „შენების მოძრაობის” წევრი ანი მიროტაძე, ბიძინა ივანიშვილის დღევანდელ გამოსვლას, სადაც მან ამომრჩეველს მიმართა.

ანი მიროტაძის თქმით, მნიშვნელოვანია ის ფაქტი, რომ ბიძინა ივანიშვილმა გაანალიზა მისი ხელისუფლების მიერ დაშვებული შეცდომები. მიროტაძე ამბობს, რომ ივანიშვილმა ვიდეომიმართვაში მოძალადეებზე საუბრისას, სავარაუდოდ, ენმ იგულისხმა, თუმცა, მისი თქმით, მოძალადე ყველგან შეიძლება იყოს.

„მოძალადე ყველგან შეიძლება იყოს. ის, რომ რეჟიმი არ უნდა დაბრუნდეს და ის, რომ ბოდიშს იხდის იმ 6 წელზე ძალიან კარგია, კარგია, თუ მიხვდა, რომ ასე გაგრძელება აღარ შეიძლება და მუდმივად 9 წელზე ლაპარაკი და მუდმივად იმაზე ხაზგასმა, რომ ჩვენ არაფერს გავაკეთებთ, მაგრამ გეშინოდეთ 9 წელის, ცხადია, არცერთი თავმოყვარე ხელისუფლება ასე არ უნდა იქცეოდეს და კარგია, თუ ეს დაინახა,“ – განაცხადა ანი მიროტაძემ.

ექსპრემიერის ვიდეომიმართვა პარტია „ქართულმა ოცნებამ“ გაავრცელა, სადაც ივანიშვილის ამომრჩეველს მხარდაჭერას სთხოვს და ამბობს, რომ მოსახლეობის პრეტენზიების „ქართული ოცნების“ მიმართ სამართლიანია.

6 წუთიან მიმართვაში ბიძინა ივანიშვილი ძირითად დროს ოპონენტების კრიტიკას უთმობს და აცხადებს, რომ არ შეიძლება ქვეყანა “ნაციონალურ მოძრაობას” დაუთმონ.

banner
წინა სტატიაშიკახი კალაძე მიიჩნევს, რომ „ქართულმა ოცნებამ“ თავის დროზე სათანადოდ ვერ დააფასა ის ადამიანები, რომლებიც 2012 წელს პოლიტიკურ ძალას გვერდით ედგნენ
შემდეგი სტატია,,დედის და დეიდის მიმართ განხორციელებული ძალადობის ფაქტზე ბრალდებული დამნაშავედ იქნა ცნობილი”