შეშინებულები არიან- აქციის მონაწილეები ივანიშვილს პასუხობენ

ფაქტია, რომ ისინი შეშინებულები არიან, რადგან ის ადამიანი, რომელიც შეშინებული არ არის, თავებს არ ითვლის საპროტესტო აქციებზე – ასე ეხმაურება ანტისაოკუპაციო აქციის ერთ-ერთი ორგანიზატორი, ნოდარ რუხაძე, ბიძინა ივანიშვილის დღევანდელ განცხადებებს.

ბიძინა ივანიშვილმა დღეს განაცხადა, რომ გიორგი გახარია თანამდებობას არ დატოვებს, რადგან მან 20 ივნისს პროპორციული ძალა გამოიყენა. გარდა ამისა, ბიძინა ივანიშვილი, ამბობს, რომ ანტისაოკუპაციო აქციებს საზოგადოების მხარდაჭერა არ აქვს. მისი თქმით, მიტინგებზე მხოლოდ 200 კაცი დგას და ისინი ქართულ პოლიტიკურ რეალობას ვერ შეცვლიან.

ნოდარ რუხაძე აცხადებ, რომ ხელისუფლება დღეს შეშინებულია, წინააღმდეგ შემთხვევაში, აქციის მონაწილეების დათვლას არ დაიწყებდა.

„ბიძინა ივანიშვილის დღევანდელი განცხადებები არის მორიგი უტიფარი, თავის გამართლების მცდელობა, იმიტომ რომ როგორც ჩანს, ეს ადამიანები საკუთარ ბრალეულობას, რა თქმა უნდა, არ აღიარებენ, თუმცა მაინც საკუთარი თავის დასამშვიდებლად უწევთ თითების შვერა ოპოზიციისკენ, თავების თვლა. ფაქტია, რომ ისინი შეშინებულები არიან, რადგან ის ადამიანი, რომელიც შეშინებული არ არის, თავებს არ ითვლის საპროტესტო აქციებზე. აქტია, რომ ჩვენ აქციებს ვაგრძელებთ, მანამ სანამ გიორგი გახარია არ დაისჯება, ეს ჩვენთვის არის პრინციპული საკითხი“ – განაცხადა ნოდარ რუხაძე.

აქციის ორგანიზატორების თქმით, ისინი დაშლას არ აპირებენ მანამ სანამ გიორგი გახარია თანამდებობას არ დატოვებს. მარიან გეგუჩაძე ბიძინა ივანიშვილის დღევანდელ განცხადებებს აფასებს.

„ადეკვატურობას მოწყვეტილი, არა არგუმენტირებული, მონსტრია. არ ვიცი საერთოდ, ვერც ვხვდები მის ამ განცხადებას, რომ გახარია თურმე არის გმირი რომ 20 ივნისს ოკუპაციასთან მებრძოლ ადამიანებს ამოგვთხარა თვალი და დაგვარბია, სახლამდე გვზდია და სახურავებიდან გვაგდო. რომელი ნორმალური ადამიანისთვის შეიძლება ჯდებოდეს ეს ყველაფერი ლოგიკაში ვერ წარმომიდგენია და ვერც წარმომიდგენია, ბიძინა ივანიშვილს სერიოზულად როგორ უნდა მოუსმინო“ – ამბობს მარიამ გეგუჩაძე.

banner
წინა სტატიაშითუ ოხანაშვილებით, ზარდიაშვილებით უნდა პარლამენტში შესვლა “ქართულ ოცნებას,” მე ვერ ვხედავ თანამშრომლობის რესურსს – ბესელია
შემდეგი სტატია“ოცნების” კოალიციამ შედეგი ვერ გამოიღო – ჭიჭინაძე ივანიშვილთან თანამშრომლობას გამორიცხავს