შესაძლოა, უბრალოდ ეძინა პატიმარს – ბრეგაძე სააკაშვილთან პირადი ექიმის არშეშვებაზე

იუსტიციის მინისტრი რატი ბრეგაძე განმარტავს, რატომ არ შეუშვეს გუშინ მიხეილ სააკაშვილთან მისი პირადი ექიმი ნიკოლო ყიფშიძე, რომელიც შესვლის ნებართვას ადგილზე 8 საათის განმავლობაში ელოდებოდა.

ბრეგაძე ამბობს, რომ მესამე პრეზიდენტთან გუშინ დეპუტატები “გვიან ღამემდე იყვნენ” და ამის შემდეგ შესაძლოა, მას “ჩაეძინა”.

“რაც შეეხება ნიკოლოზ ყიფშიძეს, გუშინ გვიან ღამით, გააჩნია რომელ საათზე, იმიტომ, რომ ძალიან გვიანობამდე ჰყავდა სტუმრად პარლამენტის წევრები და შესაძლოა, ამის მერე უბრალოდ ეძინა პატიმარს და შესაძლოა, ამ მოტივით აღარ… მე გითხარით, რომ მას ჰყავდა დეპუტატები ამ დროს, რომლებიც ძალიან გვიან გამოვიდნენ, ზუსტი საათი არ მახსოვს”, – ამბობს რატი ბრეგვაძე.

banner
წინა სტატიაშიპენიტენციური – №18 (სამკურნალო) დაწესებულებაში არსებობს ყველა საჭირო რესურსი და ინფრასტრუქტურა, პაციენტთა სათანადო მეთვალყურეობისა და მკურნალობისათვის
შემდეგი სტატიაბრეგაძე – ოპოზიცია ცდილობს „არაადამიანური მოპყრობისა“ და „წამების“ ტერმინების დამკვიდრებას, რაც არის მტკნარი სიცრუე