შესაძლოა ტრამპის პრეზიდენტობა მსოფლიო საშიშროების ტოპ-10-ულში შევიდეს

დონალდ ტრამპის აშშ-ს საპრეზიდენტო არჩევნებში შესაძლო გამარჯვება, ანალიტიკური კომპანია Economist Intelligence Unit (EIU)-ის ვერსიით, მსოფლიო გლობალური საშიშროების ათეულში შევიდა.
ამ ყოველწლიური რეიტინგის შემადგენლების აზრით, მილიარდელი დონალდ ტრამპის ხელისუფლებაში მოსვლა, მსოფლიო ეკონომიკას შეარყევს და პოლიტიკის და უსაფრთხოების სფეროებში რისკებს გაზრდის.
ამასთანავე, Economist Intelligence Unit (EIU) თვლის, რომ დონალდ ტრამპი ვერ შეძლებს ჰილარი კლინტონი დაამარცხოს, რომელიც აშშ-ს პრეზიდენტობის ყველაზე რეალური კანდიდატია.

რეიტინგის შედგენისას ანალიტიკოსები რისკების სერიოზულობას 25 ბალიანი შკალით აფასებენ. ტრამპის შესაძლო გაპრეზიდენტება შეფასებულია 12 ბალით, ისევე, როგორც ჯიჰადისტების საშიშროება, რომლებიც მსოფლიო ეკონომიკას დესტაბილიზაციით ემუქრება.

banner
წინა სტატიაშიაშშ-მ “ისლამურ სახელმწიფოს” ქრისტიანების, შიიტების და იეზიდების გენოციდში დასდო ბრალი
შემდეგი სტატია“ნაციონალურ მოძრაობას” არჩევნების შემდეგ, მასალების ქვეყნიდან გასაზიდად, 3 კვირა ჰქონდა”