ლიეტუვის საგარეო საქმეთა მინისტრი გაბრიელიუს ლანდსბერგისი “ქართული ოცნების” მიერ “რუსული კანონის” ხელახლა ინიცირებას ეხმაურება და ამბობს, რომ მან საქართველოს ევროპულ პერსპექტივას შესაძლოა ძირი გამოუთხაროს.
“საქართველოს მიენიჭა ევროკავშირის კანდიდატის სტატუსი იმ დათქმით, რომ ევროკომისიის მიერ განსაზღვრულ 9 ნაბიჯს განახორციელებს. “უცხოური აგენტების შესახებ” კანონის მიღების განმეორებითი მცდელობები ეწინააღმდეგება ევროკავშირის ფუნდამენტურ ღირებულებებს და შესაძლოა საქართველოს ევროპულ პერსპექტივას ძირი გამოუთხაროს,” – ამბობს ლანდსბერგისი.