შესაძლოა, პატრიარქს კორონავირუსზე ტესტირება ჩაუტარდეს

სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის პირადი ექიმი, ცისანა შარტავა აცხადებს, რომ შესაძლოა, კორონავირუსზე ილია მეორის ტესტირება გახდეს საჭირო.

მისივე ინფორმაციით, პატრიარქის მდივან-რეფერენტის, შორენა თეთრუაშვილის შუალედური პასუხი კორონავირუსზე საეჭვო დადებითია და მას „პისიარ“ ტესტირება უტარდება.

„შორენა თეთრუაშვილის შუალედური პასუხია საეჭვო დადებითი. ახლა დილით კიდევ აიღეს ანალიზი და „პისიარ“ ტესტი 15:00 საათისთვის დამთავრდება, მერე იქნება საბოლოო პასუხი. პირველი პასუხი წუხელ გვიან იყო.

შეიძლება, დაისვას პატრიარქისთვის ტესტის გაკეთების საკითხი, განიხილება ჯერ. ქალბატონ შორენას არ ჰქონდა მასთან შეხება, დისტანციურად იყო, მაგრამ მაინც სიფრთხილისთვის შეიძლება მოხდეს ესეც.

ეპიდემიოლოგები და ყველა ცდილობს, სწორი გზა მონახოს, რათა ყველა გზა იყოს დაცული“, – განაცხადა ცისანა შარტავამ.

banner
წინა სტატიაშიკორონავირუსის ახალი შემთხვევებიდან 290 თბილისში, 47 აჭარაში, 44 კი იმერეთში გამოვლინდა
შემდეგი სტატია500 მეხანძრე-მაშველი შვიდ ლოკაციაზე განაგრძობს ცეცხლის ქრობის სამუშაოებს