10.8 C
Tbilisi
ორშაბათი, აპრილი 20, 2026
banner

შესაძლოა, პატრიარქი სიონის ტაძარში დაიკრძალოს – რას გადაწყვეტს სინოდი?!

საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელის, დეკანოზ ანდრია ჯაღმაიძის განცხადებით, წმინდა სინოდის დღევანდელ სხდომაზე ილია მეორის დაკრძალვის თაობაზე და მასთან დაკავშირებულ სხვადასხვა პროცედურაზე იმსჯელებენ.

მისივე თქმით, სხდომის დასრულების შემდეგ გახდება ცნობილი მათ შორის პატრიარქის დაკრძალვის თარიღის შესახებ.

„სინოდი შეიკრიბება 14:00 საათზე, ესაა საეკლესიო წესი. სინოდი იმსჯელებს დაკრძალვის სხვადასხვა პროცედურაზე. სინოდის დასრულების შემდეგ მოხდება გადასვენება სამების საკათედრო ტაძარში. დანარჩენ დეტალებს საზოგადოებას ვაცნობებთ მას შემდეგ, როგორც კი დაადგენს სინოდი“, – განაცხადა ანდრია ჯაღმაიძემ.

ჯაღმაიძეს ჟურნალისტებმა კითხვა დაუსვეს, რა კომენტარს გააკეთებდა გავრცელებულ ინფორმაციაზე, რომ ილია მეორე, შესაძლოა, სიონის ტაძარში დაკრძალონ, რაზეც ჯაღმაიძემ უპასუხა: „დიახ, არის ამის შესახებ ცნობა, თუმცა, როგორც წესი, ეს სინოდმა უნდა დაადგინოს. დაკრძალვის თარიღთან დაკავშირებითაც სინოდის დასრულების შემდეგ შევიტყობთ“.

ამასთან, ანდრია ჯაღმაიძემ ილია მეორის გარდაცვალების გამო კიდევ ერთხელ მწუხარება გამოთქვა.

„დიდი დანაკლისია და ძალიან დიდია მწუხარება კათოლიკოს-პატრიარქის გარდაცვალების გამო“, – განაცხადა ანდრია ჯაღმაიძემ.

banner
წინა სტატიაში“ილია მეორე იყო და რჩება ერის ერთიანობის სიმბოლოდ” – კახა კალაძე დედაქალაქის მთავრობასთან ერთად უსამძიმრებს ერს პატრიარქის გარდაცვალებას
შემდეგი სტატიაილია მეორეს სამების ტაძარში დღეს გადაასვენებენ, მსვლელობა 16:00 საათზე დაიწყება