შესაძლოა „მაესტროს“ მაუწყებლობა შეწყდეს – ლევან გაჩეჩილაძის სარჩელი

„მაესტროს“ წინააღმდეგ სასამართლოში სარჩელი შეაქვს

ტელეკომპანია „მაესტროს“ ახალი გენერალური დირექტორი, ლევან გაჩეჩილაძე „მაესტროს“ გაკოტრების საქმის შეწყვეტას მოითხოვს. გაჩეჩილაძე სასამართლოს, სავარაუდოდ, დღეს მიმართავას.

მაკა ასათიანის ადვოკატის განცხადებით, აღნიშნული ცვლილებების გასატარებლად, გაჩეჩილაძეს კრედიტორთა საბჭოს ერთსულოვანი თანხმობა სჭირდება:

„თუ ბატონი ლევანი აპირებს მიმართოს სასამართლოს და მოითხოვოს გადახდის უუნარობის საქმის წარმოების შეწყვეტა, ეს საჭიროებს პარტნიორთა კრების თანხმობას. მთელი ამ ხნის განმავლობაში ისინი აფიქსირებდნენ პოზიციას, რომ აუცილებელი იყო ყველა პარტნიორის თანხმობა, გადახდის უუნარობის საქმის წამოწყებისას. შესაბისად, მისი შეწყვეტაც საჭიროებს 100 პროცენტიან თანხმობას. კატეგორიულად შემიძლია განვაცხადო, რომ ეს იქნება ძალიან ცუდი შედეგის მომტანი მაესტროსთვის. კომპანია ვალების მომსახურებას ვერ შეძლებს და შესაძლოა მართლაც მოხდეს მაუწყებლობის შეწყვეტა“, – აცხადებს გიორგი გვენეტაძე.

 

banner
წინა სტატიაშითინა ხიდაშელი ევროკავშირთან ვიზალიბერალიზაციის პროცესში რაიმე გართულებებს არ ელოდება
შემდეგი სტატიააღმოსავლეთ სარდლობას შავლეგ ტაბატაძე უხელმძღვანელებს