“შესაძლოა, “მაესტრო” დაიხუროს”

ვინ ამზადებს ირაკლი რუხაძეს პრეზიდენტად
ტელეკომპანია “მაესტროს” საინფორმაციო სამსახურის მუშაობა თანამშრომელთა პროტესტის გამო შეჩერებულია, რაც მისი მეწილის, მამუკა ღლონტის თქმით, შესაძლოა, ტელეკომპანიის დახურვის მიზეზი გახდეს.

 

ღლონტის განცხადებით, ის არ გეგმავს რომელიმე მხარესთან საუბარს, მომხდარის მიზეზებზე, თუმცა ამბობს, რომ ტელევიზიის თანამშრომლებთან საუბრის შემდეგ, მას აქვს ინფორმაცია, რომ პროტესტის მიზეზი ფინანსური ვალდებულებების შეუსრულებლობაა.
„მაესტრო” კატასტროფულ მდგომარეობაშია და შესაძლოა, საერთოდაც დაიხუროს. შეიძლება, მათი ამოცანა ისიც იყო, რომ “მაესტროს” არ ეფუნქციონირა“,- განაცხადა ტელეკომპანიის ერთ-ერთმა დამფუძნებელმა “რადიო მაესტროსთან”.
კონკრეტულად რატომ თქვეს უარი ჟურნალისტებმა და ტექნიკური სამსახურის წარმომადგენლებმა მაუწყებლობის უზრუნველყოაზე, ამის შესახებ ინფორმაციას საჯარო რეესტრში დირექტორად რეგისტრირებული ლევან გაჩეჩილაძის ადვოკატი ინფორმაციას არ ფლობს.
სატელეფონო ზარებს თავად ლევან გაჩეჩილაძე არ პასუხობს. გია გაჩეჩილაძემ კი, რომელიც შპს “სტუდია მაესტროს” 55%იანი წილის მფლობელია, განაცხადა, რომ მოლაპარაკებები ამ საკითხზე ამ წუთებში მიმდინარეობს.
გამოშვების ეთერში არგასვლის შესახებ ინფორმაციას არ ფლობს მაკა ასათიანი წარმოამდგენელი ვახო ჩახნაშვილი. მისი თქმით, რამდენიმე საათის წინ გაიმართა შეხვედრა ტალეკომპანიის თანამშრომლებთან, რომლებიც იმ 5 პუნქტიანი განცხადების პირობების შესრულებას ითხოვენ, რომელიც რამდენიმე კვირის წინ გაავრცელეს, მათ შორის ფინანსური ვალდებულებების შესრულებას დამფუძნებლების მხრიდან.
banner
წინა სტატიაშიMossack Fonseca-ს დამფუძნებელი: გაჟონილი დოკუმენტების გავრცელება დანაშაულია
შემდეგი სტატიაერაყში ქვეყნის სამხედროებმა თურქეთის საკონსულო გაანადგურეს