შესაძლოა ისნის, სამგორისა და გლდანის რაიონების გამგებლებმა თანამდებობები დატოვონ

თბილისის მერიაში საკადრო ცვლილებებზე საუბრობს ოპოზიცია. დღეს გავრცელებული ინფორმაციით, დედაქალაქის ადმინისტრაციაში მნიშვნელოვანი გადაადგილებები იგეგმება.  საუბარია რამდენიმე მაღალჩინოსნის გადადგომაზე. მათ შორის შესაძლოა იყვნენ თბილისის რაიონების გამგებლებიც.

გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, მორიგი საკადრო გადაადგილებების შედეგად შესაძლოა ისნის, სამგორისა და გლდანის რაიონების გამგებლებმა თანამდებობები დატოვონ. ასევე არ არის გამორიცხული ცვლილება ზედამხედველობის საქალაქო სამსახურის ხელმძღვანელსაც შეეხოს.

შესაძლო საკადრო გადაადგილებებზე გავრცელებულ ინფორმაციას საკრებულოს უმრავლესობის წარმომადგენლები არ ადასტურებენ, თუმცა აცხადებენ, რომ ცვლილებები მუდმივი პროცესია.

როგორც ცნობილია, პარასკევს თბილისის მერი მოადგილეებთან ერთად საკრებულოში იმყოფებოდა. უმრავლესობის დეპუტატები შეხვედრას ადასტურებენ, თუმცა უმრავლესობის დეპუტატები აღნიშნავენ, რომ შეხვედრაზე საკადრო გადაადგილებებზე საუბარი არ ყოფილა.

ოპოზიციაში აცხადებენ, რომ რაიონების გამგებლების შეცვლით დედაქალაქისთვის არაფერი შეიცვლება, ეს იქნება ფასადური ცვლილება.

banner
წინა სტატიაშისერბეთში ჩატარებულ საპარლამენტო არჩევნებში ევროკავშირში ინტეგრაციის მომხრე ძალები ლიდერობენ
შემდეგი სტატია„გიორგი ბრწყინვალე ქართულ პოლიტიკაში უკვე გამოჩნდა, ის ახალგაზრდაა“