21.8 C
Tbilisi
შაბათი, სექტემბერი 5, 2026
banner

შესაძლოა, ღვედის გამოყენება ავტომობილის უკანა სავარძელზეც სავალდებულო გახდეს

შესაძლოა, ღვედის გამოყენება ავტომობილის უკანა სავარძელზეც სავალდებულო გახდეს.

ამის შესახებ საგზაო უსაფრთხოების ეროვნული სტრატეგიიდან ხდება ცნობილი, რომელიც მთავრობამ 5 აგვისტოს დაამტკიცა.

დოკუმენტის მიხედვით, უსაფრთხოების ღვედის გამოყენება ავარიების შემთხვევების დროს სიკვდილიანობისა და მძიმე ტრავმების თავიდან აცილების ერთ-ერთი ყველაზე ეფექტური ინსტრუმენტია.

“საზოგადოებაში უსაფრთხოების ღვედების გამოყენების მაღალი დონის კულტურისა და გამოყენების მდგრადი მაჩვენებლის მისაღწევად აუცილებელია სახელმწიფოს მიერ კომპლექსური ნაბიჯების გადადგმა. ამდენად, იგეგმება ზემოაღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით სათანადო ნორმატიული ბაზის ჩამოყალიბება და ეფექტური აღსრულების მექანიზმის უზრუნველყოფა, ხოლო მეორე მხრივ, მიზანმიმართული სოციალური კამპანიებისა და საგანმანათლებლო ინიციატივების პროაქტიულად განხორციელება, რაც განაპირობებს მოსახლეობის ცნობიერების დონის ამაღლებას”,- ვკითხულობთ დოკუმენტში.

banner
წინა სტატიაშიშსს-ს ინფორმაციით, 2025 წელს საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევების შედეგად 164 ადამიანი გარდაიცვალა
შემდეგი სტატიანინო კასრაძე: ჩვენი ახალგაზრდები არიან დაუცველები, უშვებ ბავშვს და არ იცი რით დაზარალდება