შესაძლოა, გაზი გლდანსა და ვარკეთილშიც გაძვირდეს

“თბილისი ენერჯის” მომხმარებლებისთვის ბუნებრივი აირის საფასურის 8 თეთრით გაზრდის შემდეგ ტარიფი შესაძლოა “ვარკეთილაირისა” და “ენერგოკავშირის” აბონენტებისთვისაც გაიზარდოს. კომპანიებმა სემეკს საფასურის მატების მოთხოვნით უკვე მიმართეს.

მათ წინადადებას ენერგეტიკის მარეგულირებელი ეროვნული კომისია ერთი თვის ვადაში განიხილავს. “ვარკეთილაირი” ვარკეთილის მოსახლეობის, “ენერგოკავშირი” კი გლდანისა და მუხიანის გაზმომარაგებას უზრუნველყოფს.

მოსახლეობა ამბობს, რომ ლარის გაუფასურების, უმუშევრობისა და გაძვირებული ცხოვრების ფონზე კომუნალური გადასახადების გაზრდა მათთვის ძალიან მძიმე იქნება და ზამთარში შესაძლოა, ვერც გათბობით ისარგებლონ.

8 თეთრით გაძვირებული ტარიფი ძალაში 1 ივნისიდან შედის.

banner
წინა სტატიაშისაქართველოს ბანკთან პარტნიორობით ProductTank Tbilisi-ის შეხვედრა გაიმართება
შემდეგი სტატიამზიურში ლიეტუვური კინოსა და კულტურის ფესტივალი „სარკმელი ლიეტუვაში“ გაიმართება