4 ოქტომბერს თბილისში გავითრებულ მოვლენებს კიდევ ერთი ევროპარლამენტარი ეხმაურება – რასა იუკნევიჩიენე ფიქრობს, რომ ათონელის სასახლეში შეჭრის მცდელობა “ოცნების” მიერ პროვოცირებული იყო და მიზნად მშვიდობიანი აქციის დისკრედიტაციას ისახვდა.
განცხადება ევროპარლამენტარმა “ტვ პირველის” კითხვაზე საპასუხოდ გააკეთა.
ევროპელი პოლიტიკოსი, რომელიც წლებია საქართველოს საკითხებზე მუშაობს, დღეს ჟურნალისტების კითხვებს ონალინ პრესკონფერენციაზე პასუხობდა.
იუკნევიჩიენემ “პირველების” კითხვის საპასუხოდ პირდაპირ თქვა, რომ საქართველო კრემლის უდიდესი გამარჯვებაა, რადგან ჩვენი ქვეყნის დაპყრობა ოკუპანტმა სახელმწიფო შიგნიდან მოახერხა.
მისი განცხადებით, ევროკავშირის პოლიტიკა “ოცნებასთან” მიმართებით ძალიან სუსტია. მან უკნმაყოფილება გამოთქვა იმის გამოც, რომ ივანიშვილი ჯერ კიდევ არის საფრანგეთის მოქალაქე – “საჭიროა სანქციები”.
შესაძლებელია ეს პროვოკაცია ყოფილიყო. ძალიან ცნობილი ამერიკული გამოთქმა არსებობს , თუ იხვივით დადის, თუ იხვივით ყვიტყვიტებს, შესაძლებელია ეს იხვი იყოს. ჩანს, რომ მათთვის ეს ძალიან გამოსადეგი იყო წაეხალისებინათ ისინი. ეს რეჟიმი უფრო და უფრო ემსგავსება ბელორუსს, შეიძლება ძალიან კარგი მასწავლებლები ჰყავთ მინსკში და კრემლში. ასე რომ მათ საერთო შეხედულებები აქვთ და იყენებენ ერთი და იგივე ინსტრუმენტებს.
სამწუხაროდ, საქართველო კრემლის უდიდესი გამარჯვებაა, რადგან საქართველოს დაპყრობა შიგნიდან მოხდა, როგორც მიტაცებული სახელმწიფოსი. საწუხაროდ, ევროკავშირის დახმარება ძალიან სუსტია. ასე, რომ ჩვენ ისევ და ისევ სანქციებს ვითხოვთ. სანქციები არ გამოუყენებიათ პასუხისმგებელი პირების წინააღმდეგ და შეხედეთ, ბიძინა ივანიშვილი, რომელიც ამ ყველაფრის მიღმა დგას , ისევ არის საფრანგეთის მოქალაქე. ევროკავშირში სპუტნიკის სტილის მედიები ისევ ოპერირებენ, საუბარია იმედზე და არა მხოლოდ. ამავდროულად, დამოუკიდეელ მედიას ამის გაკეთება არ შეუძლია. მინიმუმ ამის გაკეთება მაინც შეგვიძლია.
ჩემი საბოლოო მესიჯი უვიზო რეჟიმთან დაკავშირებით იქნება. ევროკომისიაში უვიზო რეჟიმის შეფასება და გადახედვის პროცესი მიმდინარეობს. რა თქმა უნდა, ჩვენ ქართველი ხალხის დასჯა არ გვსურს. არავის უნდა, მაგრამ პირველი ნაბიჯი, სულ მცირე უნდ იყოს, რომ უვიზო რეჟიმი ავკრძალოთ მათთვის ვინც პასუხისმგებელია , არა მხოლოდ მცირე ჯგუფებისთვის, არამედ ასობოთ ადამიანისთვის, ვინც პასუხისმგებელია და ვინც რეჟიმის ნაწილია. ამ კვირის ბოლოს ევროკომისია ამ ყველაფერს შეაფასებს და ეს ჩემი აზრით ძალიან მნიშვნელოვანი მესიჯი იქნება”, – აცხადებს რასა იუკნევიჩიენე.


















