საქართველოს რეგიონულ განვითარების მინისტრმა მამუკა მდინარაძემ საგანგებო ბრიფინგზე განაცხადა, რომ თანამდებობას ტოვებს და პოლიტიკიდან მიდის.
ჟურნალისტების კითხვაზე, თუ სად აპირებს საქმიანობის გაგრძელებას პოლიტიკური ასპარეზის დატოვების შემდეგ, მდინარაძემ აღნიშნა, რომ შესაძლოა ძალები კერძო სექტორში ან ბიზნესში მოსინჯოს.
„გინდ დამიჯერეთ და გინდ არა, ამაზე არ მიფიქრია. ადრე ხუმრობით მილაპარაკია, რომ შეიძლება ჩემზე ცნობილი ადვოკატი ბევრი არ იყოს. სიმართლე გითხრათ, ახლა ამ თემაზე სერიოზულად არ მიფიქრია. ალბათ, უფრო კერძო სექტორში — შეიძლება ბიზნესში მოვსინჯო ძალები, რადგან აზარტული ნამდვილად ვარ ამ მიმართულებით და არა იმ მიმართულებით, რასაც კლასიკურად ეძახიან“, — განაცხადა მამუკა მდინარაძემ.














