შესაძლოა დოლარიდან ამოიღონ ფრაზა In God We Trust

შესაძლოა დოლარიდან ამოიღონ ფრაზა In God We Trust

შესაძლოა დოლარიდან ამოიღონ ფრაზა In God We Trustოჰაიოს შტატის ათეისტებმა სასამართლოში შეიტანეს საჩივარი, სადაც ისინი დოლარის კუპიურებზე დატანებულ ფრაზას In God We Trust აპროტესტებენ.
მომჩივანი მხარის წარმომადგენელმა მაიკლ ნიუდოუმ განაცხადა, რომ ფრაზა In God We Trust (ღმერთის გვწამს) აშშ-ს კონსტიტუციას არღვევს, რომლის მიხედვითაც სახელმწიფო და ეკლესია ერთმანეთისგან განცალკევებული უნდა იყოს. იმ შემთხვევაში, თუკი სასამართლო მათ მხარს დაუჭრს, ბანკროტებიდან ფრაზას ამოიღებენ.

ქსოციალურ ქსელებში ინფორმაციამ არაერთგაროვანი შეფასება მიიღო. მაგალითად, პრეზიდენტობის კანდიდატმა რესპუბლიკური პარტიიდან ბენ კარსონმა საკუთარ მიკრობლოგში, ტვიტერში დაწერა, რომ ის არ ემხრობა ინიციატივას. The Daily Beast-ის მიმომხილველი კანდიდ მოსი კი წერს, რომ ფრაზა ცივი ომის დროს გამოიყენებოდა როგორც დევიზი და ამერიკის მთავრობა მას საბჭოთა ატეიზმს უპირისპირებდა.

პირველად ფრაზა In God We Trust 1864 წელს ამერიკულ მონეტაზე გაჩნდა. დევიზის სახით კი მიღებულ იქნა 1966 წელს. 2002 წელს, კანონის თანახმად, ის ამერიკულ დროშაზე ერთგულების დაფიცების სწორად აღიარეს. 2011 წლიდან კი ფრაზა გამოიყენება, როგორც აშშ-ს ნაციონალური დევიზი.

banner
წინა სტატიაში„საკონსტიტუციო სასამართლო ვეღარ შეძლებს, რომ ზეწოლა განახორციელოს თავის რომელიმე წევრზე”
შემდეგი სტატია„რაც ნაკლებად დაუპირისპირდებიან ჩვენი კოლეგები ევროპულ ინსტიტუტებს, მით უკეთესი“