7.8 C
Tbilisi
სამშაბათი, ნოემბერი 17, 2026
banner

შესაძლოა ბუნებრივ აირზე საფეხურებრივი ტარიფი დაწესდეს – სემეკი ახალ მეთოდოლოგიაზე მუშაობს

საქართველოს პარლამენტმა „ენერგეტიკისა და წყალმომარაგების შესახებ“ კანონში ცვლილებები დაამტკიცა, რაც საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელ ეროვნულ კომისიას (სემეკ) უფლებას ანიჭებს, წყალსა და ბუნებრივ აირზე დიფერენცირებული ტარიფები დაადგინოს.

სემეკის წევრის, გიორგი ფანგანის განცხადებით, კომისია ახალ მეთოდოლოგიას უახლოეს პერიოდში მიიღებს, ხოლო გაზისა და წყლის განახლებული ტარიფები დეკემბერში დამტკიცდება.

ტარიფის ცვლილების ერთ-ერთ მთავარ მიზეზად ენერგოეფექტურობის ამაღლება და უყაირათო მოხმარების შემცირება სახელდება. სემეკის მონაცემებით, საქართველოში ბუნებრივი აირის თვიური მოხმარება ერთ მომხმარებელზე საშუალოდ 192 კუბური მეტრია, მაშინ როდესაც დასავლეთ ევროპაში ეს მაჩვენებელი 140 კუბურ მეტრს შეადგენს.

„მეთოდოლოგიაში რამდენიმე სცენარი გვაქვს მოაზრებული, მათ შორის ერთ-ერთად საფეხურებრივი ტარიფის დაწესება მოიაზრება. ჩვენი ამოცანაა სოციალური საკითხებისა და მოწყვლადი ჯგუფების ინტერესების გათვალისწინება“, — აღნიშნა ფანგანმა.

banner
წინა სტატიაშიშალვა პაპუაშვილი: ევროკავშირის ფულით საქართველოში “მოლოტოვის კოქტეილის” კამპანია ფინანსდებოდა
შემდეგი სტატიაყველაფერი, რაც საქართველოს ბანკის სასტიპენდიო პროგრამის შესახებ უნდა იცოდე