შესაძლოა ბანკებმა საშეღავათო პერიოდი გააგრძელონ

თაიმერი timer.ge
ავტ.: თაიმერი timer.ge მაისი 18, 2020 19:05

შესაძლოა ბანკებმა საშეღავათო პერიოდი გააგრძელონ

„ეროვნული ბანკის შესაფასებელია, როგორ აისახა ბანკების პორტფელზე საპროცენტო განაკვეთების შემოსავლების დანაკლისი და როგორია მისი თანაფარდობა მათ მიერ მიღებულ დახმარებასთან, შესაძლოა მათ ჰქონდეთ კიდევ ერთი-ორი თვის განმავლობაში ამის გაკეთების შესაძლებლობა“ , -ამის შესახებ განაცხადა საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, რომან კაკულიამ.

„რა თქმა უნდა, მათთვის ვინც სამსახური დაკარგა ეს სამთვიანი გადავადება საკმარისი ნამდვილად არ არის, მაგრამ ჩვენ უნდა გავითვალისწინოთ ის, რომ ბანკებისთვის ეს გარკვეული შემოსავლების დანაკლისი იყო რა თქმა უნდა, მეორეს მხრივ მათ ვთხოვთ, რომ ძალიან აქტიურად ჩაერთონ განვითრების და დაკრედიტების პროცესებში. თუმცა, რამდენად შეუძლიათ ეს ბანკებს, ეს უნდა შევაფასოთ იქიდან გამომდინარე, რა ტიპის დანაკლისი მიიღეს მათ დაკარგული საპროცენტო განაკვეთების შემოსავლების დაკარგვით ზოგადა და როგორია ახლა თანაფარდობა იმ ფულის, რომელიც მათ მიეცათ დახმარების ფარგლებში, ეს ბალანსია დასანახი, თუ მათ მიღებული დახმარების ფონზე, რაც ბანკებს მიეცათ და კიდევ ბევრი ნაბიჯები გადაიდგა მათ დასახმარებლად, შესაძლოა მათ ჰქონდეთ კიდევ ერთი-ორი თვის განმავლობაში ამის გაკეთების შესაძლებლობა. მაგრამ დაბეჯითებით ვერ გეტყვით, სანამ ამის მთლიანი ანალიზი არ გაკეთდება“,- განაცხადა რომან კაკულიამ.

თაიმერი timer.ge
ავტ.: თაიმერი timer.ge მაისი 18, 2020 19:05

Google სტატისტიკა


3,408
ვიზიტორი
დღეში
Powered By Google Analytics