შესაძლოა აშშ-მ უკრაინას $150 მლნ დოლარი გამოუყოს

შესაძლოა აშშ-მ უკრაინას $150 მლნ დოლარი გამოუყოს

amerika-ukrainaამერიკის შეერთებული შტატები შესაძლოა 2017 წელს უკრაინას გამოუყოფს $150 მილიონ დოლარს სამხედრო დახმარებისათვის.
ამის შესახებ საუბარია თავდაცვის სფეროს მომავალი ფისკალური წლის საბიუჯეტო შესწორებების პროექტში, რომლებიც კონგრესს წარუდგინა წარმომადგენელთა პალატის შეიარაღებული ძალების კომიტეტმა.
დოკუმენტში აღნიშნულია, რომ კომიტეტი გამოთქვამს შეშფოთებას იმასთან დაკავშირებით, რომ აშშ-ს პრეზიდენტი კვლავინდებურად უარს აცხადებს უკრაინისთვის ლეტალური იარაღის მიწოდების თაობაზე. ფულადი სახსრები, რომლებიც სავარაუდოდ გამოეყოფა უკრაინას უნდა მოხმარდეს ქვეყნის უშიშროების გაძლიერებას და სამხედრო მომსამსახურეთა ეპიკირებას.

banner
წინა სტატიაშისაბაჟოებზე შექმნილი ვითარების გამო საქართველოს საერთაშორისო ნორმების დარღვევაში ადანაშაულებენ
შემდეგი სტატიაგიორგი კვირიკაშვილი სენატორ ჯეფ სეშენს შეხვდა