შესაძლო პატიმრობის განხილვას, ნიკა მელია პარტიის ოფისიდან ადევნებს თვალს

პარლამენტში, მისი შესაძლო დაპატიმრების საკითხის განხილვას ნიკა მელია ენმ-ის სათაო ოფისიდან ადევნებს თვალს. ოფისში შეკრებილი არიან ასევე პარტიის სხვა ლიდერები.

პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომაზე ამ წუთებში პროკურორ ამირან გულუშვილს შეკითხვებს პარლამენტის წევრები უსვამენ.

გულუაშვილმა ცოტა ხნის წინ განაცხადა, რომ მოცემულ ვითარებაში “ერთადერთი ალტერნატივა პატიმრობაა”.

საპარლამენტო უმრავლესობის წევრი გია ვოლსკი დაინტერესდა, იმ ვალდებულებების გარდა, რასაც ნიკა მელიას აკისრებდა ელექტონული სამაჯური, კიდევ რა ვალდებულებები ჰქონდა კანონის წინაშე ენმ-ის ლიდერს.

შეკითხვების შემდეგ დეპუტატთა შეკითხვებს პროკურორი უპასუხებს, რის შემდეგაც დეპუტატები პროკურორის მოთხოვნის საფუძვლიანობაზე იმსჯელებენ.

banner
წინა სტატიაშისამოქალაქო აქტივისტები პარლამენტთან აქციას მართავენ
შემდეგი სტატიალევან იოსელიანი – როცა ადამიანის პრაქტიკულად პატიმრობის საკითხი იხილება, სულ ცოტა, მის ადვოკატებს უნდა ჰქონდეთ საშუალება, რომ არგუმენტები გააჟღერონ