შესაძლებელია სამართლებრივი გზით ხანდაზმულობის ვადა გავზარდოთ 5 წლით, რითიც შესაძლებელი იქნება, რომ გამსახურდიას გარდაცვალების საქმეზე გამოძიება არ შეწყდეს

„ვფიქრობ, შესაძლებელია სამართლებრივი გზით ხანდაზმულობის ვადა გავზარდოთ 5 წლით, რითიც შესაძლებელი იქნება, რომ ზვიად გამსახურდიას გარდაცვალების საქმეზე გამოძიება არ შეწყდეს ხანდაზმულობის მოტივით,”- ამის შესახებ იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ ეკა ბესელიამ ჟურნალისტებს განუცხადა, რითიც გამოეხმაურა პრეზიდენტის პარლამენტისადმი მიმართვას, რომ გახანგრძლივდეს ზვიად გამსახურდიას გარდაცვალების საქმეზე გამოძიების ვადა. ბესელიას თქმით, ის მზად არის ამისთვის დაჩქარებული წესით განიხილოს სისხლის სამართლის კოდექსში შესატანი ცვლილება.

„მინდა გამოვეხმაურო ზვიად გამსახურდიას შვილების შიმშილობის აქციას. პირველი, ვისურვებ, რომ ჯანმრთელობას გაუფრთხილდნენ. მე გუშინ საუბარი მქონდა ცოტნესთან და ვისაუბრეთ სამართლებრივ გზებზე, რომელიც შეიძლება დანახული იყოს, როგორც შესაძლებლობა. მინდა გამოვეხმაურო პრეიზდენტის მომართვას. მიმაჩნია, რომ პრეზიდენტმა გააკეთა სწორი აქცენტი, რომ საკანონმდებლო კუთხით თუ არსებობს შესაძლებლობა, რომ პარლამენტმა გამოიყენოს ეს შანსი. ამიტომ მინდა პრეზიდენტს მხარი დავუჭირო ამ ინიციატივაში და ვფიქრობ, შესაძლებელია სამართლებრივი გზით ხანდაზმულობის ვადა გავზარდოთ 5 წლით, რითიც შესაძლებელი იქნება, რომ ამ საქმეზე გამოძიება არ შეწყდეს ხანდაზმულობის მოტივით. ვფიქრობ, ეს სამართლებრივი გზა არსებობს სისხლის სამართლის კოდექსში ცვლილების შეტანის გზით და მე მზად ვარ, დავიწყო ამაზე მუშაობა. შემდეგი კვირისთვის შესაძლებელი იქნება ამისი ინიცირება და დაველაპარაკებოდი კოლეგებს, იქნებ მოვახერხოთ და დაჩქარებული წესით მივიღოთ ეს ცვლილება რომ მოესწროს,”- განაცხადა ეკა ბესელიამ.

banner
წინა სტატიაშირომან გოცირიძე – მხარს დავუჭერთ ზვიად გამსახურდიას საქმეზე გამოძიების ვადის გახანგრძლივებას
შემდეგი სტატიალევან კობერიძე – ზაზა სარალიძეს სამართლის აღსრულებისთვის საპარლამენტო დარბაზებში სიარული არ უნდა სჭირდებოდეს