„შესაძლებელია მოხდეს ოპტიმიზაცია“ – კახა კალაძე სამინისტროების შემცირებებზე

ენერგეტიკის მინისტრის კახა კალაძის თქმით, შესაძლოა მთავრობაში გარკვეული ოპტიმიზაცია მოხვდეს. მინისტრმა გიორგი ქადაგიძის განცხადებაზე ისაუბრა, სადაც ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა სამინისტროების შემცირების აუცილებლობაზე ისაუბრა.

„არ ვიცი, რას საუბრობდა და საუბრობს გიორგი ქადაგიძე. მე შემიძლია გითხრათ, რას საუბრობენ ჩვენთან გუნდში. რაზე საუბრობს ბატონი პრემიერმინისტრი. ზოგადად, სამომავლოდ, შესაძლებელია, მოხდეს გარკვეული ოპტიმიზაცია. თუ რამდენი სამინისტრო მოხვდება ოპტიმიზაციის გეგმაში, ამაზე უახლოეს მომავალში ვისაუბრებთ“, – განაცხადა კალაძემ.

banner
წინა სტატიაშინუგზარ წიკლაური: თქვენ ბრძანდებით ის პარტია რომელმაც აულაგმავი პოპულიზმით გადაწყვიტა ქართველი ხალხის გამასპინძლება
შემდეგი სტატიარამდენიმე დღის წინ თქვენს მიერ ამნისტირებულმა ქვეყნის მტერმა ჩახალიანმა სეპარატისტული განცხადება გააკეთა