შესაძლებელია გადავუხვიოთ – პაპუაშვილი შარლ მიშელის შეთანხმებაზე

“ქართული ოცნების” საზოგადოებასთან ურთიერთობის მდივანი და დეპუტატი შალვა პაპუაშვილი არ გამორიცხავს, მმართველმა პარტიამ ევროპული საბჭოს პრეზიდენტის, შარლ მიშელის მედიაციით, მომზადებულ შეთანხმების დოკუმენტს გადაუხვიოს – განცხადება პაპუაშვილმა “მთავარი არხის” ეთერში, გადაცემაში “გიორგი გაბუნიას ინტერვიუ ხელისუფლებასთან” გააკეთა.

“მთავარია დოკუმენტი, სხვათა შორის ერთ-ერთი საკითხი იყო საარჩევნო რეფორმასთან დაკავშირებით, კერძოდ, უბნების შემაჯამებელი ოქმების ნამდვილობასთან დაკავშირებით და ის ჩანაწერი, რაც არის მანდ შევცვალეთ ჩვენ.

ყველა პარტია შევთანხმდით, რომ არ იყო სწორი, “სტრატეგია აღმაშენებელმა” დააყენა საკითხი, სხვათა შორის, რომ სამართლის ლოგიკას არ შეესაბამებოდა. ფაქტობრივად, გადავუხვიეთ იმ ჩანაწერს, რომელიც იყო დოკუმენტში”, – ამბობს შალვა პაპუაშვილი.

banner
წინა სტატიაშიგერმანიაში უკანასკნელი სამი დღის მანძილზე ორჯერ მოხდა დანით თავდასხმა
შემდეგი სტატიამერკელი ისევ ევროკავშირსა და რუსეთს შორის დიალოგის აუცილებლობაზე საუბრობს