“მთავარი არხის” დამფუძნებელი ნიკა გვარამია არ გამორიცხავს, რომ ჟურნალისტ გიორგი გაბუნიას შესაძლო ლიკვიდაციის საქმეზე დაკავებულ ვასამბეკ ბოკოვს საქართველოში თანამზრახველები ჰყავდეს.
“შესაძლებელია, რომ ბოკოვის თანამზრახველები საქართველოშიც არიან. თანამზრახველების მოქალაქეობის შესახებ ინფორმაცია არ მაქვს. რაც მქონდა ინფორმაცია, გამოძიებას მივაწოდე. გარკვეული პერიოდის განმავლობაშ მიმდინარეობდა გაბუნიას მარშრუტის შესწავლა. თუმცა არ ვიცი რამდენიმე ადამიანის მიერ ხდებოდა ეს. შესაძლოა საქართველოს მოქალაქეებიც იყვნენ”, – განაცხადა ნიკა გვარამიამ.
“მთავარი არხის” დამფუძნებელი ნიკა გვარამია განმარტავს, თუ რატომ არ ჩააყენა სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური ჟურნალისტ გიორგი გაბუნიას შესაძლო ლიკვიდაციის შესახებ საქმის კურსში.
“როგორ ჩავაყენებდი სუს-ს საქმის კურსში, როდესაც მათგან მქონდა ეს ინფორმაცია, ვგულისხმობ ჩემს წყაროს. ამასთან ეს ინფორმაცია დაზუსტებული არ იყო. ბოლომდე სარწმუნოდ ეს ჩემს მიერ არ იყო მიღებული. ასეთ ინფორმაციებს სუს-ის წყაროებიდან ვიღებთ ძალიან ბევრს. რა თქმა უნდა მათი გადამოწმება ხდება და ლოგიკურია, რომ მათვე არ ვატყობინებთ. რამდენიმე კვირით ადრე ადრე მივიღე ეს ინფორმაცია. კორონავირუსის პერიოდში მოხდა უკვე. ეს ახალი ამბავი არაა. საუბარია დაახლოებით 2 თვეზე”, – განაცხადა ნიკა გვარამია.