შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის მოვალეობას ქეთევან ციხელაშვილი შეასრულებს

შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის მოვალეობას მინისტრის პირველი მოადგილე ქეთევან ციხელაშვილი შეასრულებს, – ამის შესახებ შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრმა, „რესპუბლიკური პარტიის“ ერთ-ერთმა ლიდერმა პაატა ზაქარეიშვილმა განაცხადა.

„გუშინდელ დღემდე ვმუშაობდი ჩვეულებრივ რეჟიმში და ჩემი გათვლები იყო ისეთი, როგორც ვამბობდით, რომ ბოლომდე უნდა ვიყოთ. გუშინ შეიცვალა ვითარება. მოსაზრებები იყო სხვადახვა, მაგრამ ვინაიდან არ იყო მკაფიოდ გამოკვეთილი პოზიციები, ამიტომ არავითარი უფლება არ მქონდა, შემენელებინა, შემეყოვნებინა ჩემი ყოველდღიური საქმიანობა. დღეიდან დაიწყება უკვე, რომ საკითხები გადავალაგო და გადავიტანო სხვაზე. ალბათ, პირველ რიგში, ჩემს პირველ მოადგილეს ჩავაბარებ მიმდინარე საკითხებს. არამგონია, რომ ამ საქმეებს დასჭირდეს დიდი დრო,10-12 დღე მაქსიმუმ”, – განაცხადა ზაქარეიშვილმა.

banner
წინა სტატიაში“ყველა ადამიანი თავად იღებს გადაწყვეტილებას”- თინა ხიდაშელი გიგლა აგულაშვილზე
შემდეგი სტატია“რესპუბლიკური პარტია” არჩევნებზე “უსუფაშვილი რესპუბლიკელების” სახელით იქნება წარმოდგენილი