20.9 C
Tbilisi
შაბათი, ივნისი 13, 2026
banner

“შერიგება და განვითარება უალტერნატივო გზაა”- სახელმწიფო მინისტრი “აფხაზეთობაზე” სამშვიდობო პოლიტიკას აფასებს

„აფხაზეთობის“ დღესასწაულთან დაკავშირებით გავრცელებულ საგანგებო განცხადებაში, სახელმწიფო მინისტრი თეა ახვლედიანი საქართველოს მთავრობის სამშვიდობო ინიციატივებსა და კონფლიქტის მოგვარების ხედვაზე ამახვილებს ყურადღებას.

მინისტრის თქმით, 23 მაისი თითოეული მოქალაქისთვის მწუხარე ფიქრისა და ღრმა სევდის, თუმცა, ამავდროულად, მტკიცე იმედის გამოხატულებაა:

„ჩვენ ღრმად გვწამს, რომ ნდობის და მშვიდობის მშენებლობა, შერიგება და განვითარება არის ძლიერ ქართულ სახელმწიფოში ჩვენი ერთობლივი კეთილდღეობის და უკეთესი მომავლის მიღწევის უალტერნატივო გზა, რასაც ემსახურება საქართველოს მთავრობის სამშვიდობო ინიციატივები და შერიგების სახელმწიფო პოლიტიკა.

მტკიცედ გვწამს, რომ დადგება დღე, როდესაც 23 მაისს არა მონატრების განცდით, არამედ ერთად ყოფნის სიხარულით შევხვდებით“, — აღნიშნულია სახელმწიფო მინისტრის განცხადებაში.

banner
წინა სტატიაშისაქართველოს საპატრიარქო განცხადებას ავრცელებს
შემდეგი სტატიაუნგრეთი ჰააგის სასამართლოდან გასვლის გადაწყვეტილებას აუქმებს- პეტერ მადიარის საგანგებო განცხადება