შერემეტევოში თვითმფრინავმა 25 წლის სომხეთის მოქალაქე გაიტანა

თვითმფრინავმა Boeing 737, რომელიც მოსკოვი-ათენის მიმართულებით რეისს ასრულებდა, შერემეტევოს აეროპორტში ასაფრენ ბილიკზე მამაკაცი გაიტანა. რუსული მედიის ინფრომაციით, გარდაცვლილი 25 წლის მამაკაცი სომხეთის მოქალაქეა. ის, ბარსელონადან იყო გადეპორტებული. პოლიციელებმა მამაკაცი ერევნის რეისზე გეითამდე მიაცილეს. ავტობუსში ჩაჯდომის ნაცვლად მან, სავარაუდოდ, აეროპორტიდან გაქცევა გადაწყვიტა და სასიკვდილო ტრავმა მიიღო – “ბიბისი” წერს.
Boeing 737-ს რეისი არ შეუწყვეტია. მან დისპეჩერს აცნობა, რომ დაზიანება არა აქვს და მარშრუტი გააგრძელა.

banner
წინა სტატიაშიმამუკა ბახტაძე არასამთავრობოებს მოუწოდებს, შესაძლო დარღვევებზე შესაბამის ორგანოებს დროულად მიმართონ
შემდეგი სტატიაინტერპოლის პრეზიდენტად სამხრეთ კორეელი აირჩიეს