შერემეტევოში მომხდარი ავიაკატასტროფის მთავარი ვერსია მფრინავების შეცდომაა

რუსული მედიის თანახმად, რამდენიმე დღის წინ მოსკოვში, შერემეტევოს აეროპორტში მომხდარი ავიაკატასტროფის გამოძიების მთავარი ვერსია მფრინავების შეცდომაა – “დოიჩე ველე” წერს. როსავიაციამ და საგამოძიებო კომიტეტმა უკვე გამოავლნეს მფრინავების რამდენიმე შეცდომა, რომელიც მათ დაშვებბისას დაუშვეს – 7 მაისს ვრცელდება. “მფრინავ დენის ევდოკიმოვისა და მაქსიმ კუზნეცოვის ჩვენებიდან ცხადი ხდება, რომ დაფრენის შემდეგ მათ გვერდითა ფანჯარა გააღეს” – რუსული მედიის წყარო ამბობს, რომელიც გამოძიების მასალებს იცნობს. გარდა ამისა, მფრინავების გადაწყვეტილება, ეფრინათ მეხის ველში იყო შეცდომა. შემდეგ, ეკიპაჟმა დაშვება იჩქარა იმის ნაცვლად, რომ ზედმეტი საწვავი დაეხარჯა, დაშვება კი მფრინავებმა გადაჭარბებული სიჩქარით განახორციელეს, რამაც კატასტროფული შედეგი გამოიწვია.
“აეროფლოტში” არაგეგმიური შემოწმება დაიწყო, რომლის შედეგადაც მფრინავების კომპეტენციას შეამოწმებენ.

5 მაისს სამგზავრო თვითმფრინავს Sukhoi Superjet 100, რომელიც მოსკოვიდან მურმანსკში მიფრინავდა, ავარიული დაშვებისას ცეცხლი მოეკიდა. ბორტზე 78 ადამიანი იმყოფებოდა, მათ შორის, სამი ბავშვი და ეკიპაჟის ხუთი წევრი. სულ ევაკუაცია 33 მგზავრმა და ეკიპაჟის ოთხმა წევრმა მოახერხა. დანარჩენები დაიღუპნენ. მათ შორის 28 მურმანსკის მკვიდრი იყო.

banner
წინა სტატიაშისასამართლომ სავჩენკო მაისის ბოლომდე თავისუფლებაზე დატოვა
შემდეგი სტატიამალხაზ მაჩალიკაშვილი სოციალური ქსელით განცხადებას ავრცელებს