„შერატონ გრანდის“ გენერალური მენეჯერი პრემიერთან შეხვედრის შემდეგ – საუბარი ეხებოდა დარგის განვითარებას და იმას, თუ რა შეგვიძლია გავაკეთოთ არა მხოლოდ სექტორის არამედ ქვეყნის წინსვლისთვის

საუბარი ძირითადად შეეხებოდა იმას, თუ როგორ შეიძლება დარგის განვითარება და იმას თუ რა შეგვიძლია გავაკეთოთ არა მხოლოდ სექტორის, არამედ ქვეყნის წინსვლისთვის. მიმაჩნია, რომ ეს ძალიან მნიშვნელოვანი მიდგომაა, – ამის შესახებ სასტუმრო „შერატონ გრანდის“ გენერალური მენეჯერმა, ფრედ სმითმა პრემიერ-მინისტრ გიორგი გახარიასა და ტურიზმის სფეროს წარმომადგენლებთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა.

მისი თქმით, აღნიშნულ სფეროში გამოწვევები ყველგანაა, საქართველოს შემთხვევაში კი მთავარ გამოწვევად საერთაშორისო დონეზე საქართველოს შესახებ შემეცნების გაზრდაა.

„საქართველოს ბევრი რამის შეთავაზება შეუძლია და ჩვენ ყველას საკუთარი სტილი გაგვაჩნია შეთავაზების მხრივ. სტუმარი საქართველოში რომ ჩამოვა, ლოგისტიკა ექცევა მათი ყურადღების ცენტრში. ქვეყანას ყველაზე მეტად პირდაპირი ავიარეისები სჭირდება. ძალიან მოკლედ ვისაუბრეთ რუსეთიდან პირდაპირი ფრენების აკრძალვის შესახებ. ჩვენ საკუთარ თავზე გამოვცადეთ, რომ სხვა ქვეყნებზეა აქცენტის გაკეთება საჭირო. რუსეთიდან სტუმარი რა თქმა უნდა კარგია, მაგრამ არცერთ მასპინძელ ქვეყანაშია გამართლებული მხოლოდ ერთ ქვეყანაზე აქცენტის გაკეთება. მრავალფეროვნებაშია გამოსავალი. მოქნილები უნდა ვიყოთ”, – განაცხადა სასტუმრო „შერატონ გრანდის“ გენერალურმა მენეჯერმა.

banner
წინა სტატიაშიშინაგან საქმეთა მინისტრი ვახტანგ გომელაური თურქეთის ელჩს შეხვდა
შემდეგი სტატიაGDM-ის გენერალურმა მენეჯერი – „მთავრობას ხელი უდევს პულსზე და საქმის კურსში არიან, რა არის საჭირო ამ ქვეყნის მსოფლიო ტურისტულ ბაზარზე განვითარებისთვის“