“შერატონ ბათუმი” უარს ამბობს გადასცეს ზვიად ქორიძეს ვიდეომასალა – TI

“საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველო” სოციალურ ქსელში წერს, რომ კანონმდებლობის მოთხოვნის მიუხედავად, “შერატონ ბათუმი” უარს ამბობს ზვიად ქორიძეს ვიდეომასალა გადასცეს, სადაც მასზე თავდასხმაა აღბეჭდილი.

TI აღნიშნავს, რომ ორგანიზაცია მოცემულ საკითხთან დაკავშირებით ყველა ადგილობრივ სამართლებრივ მექანიზმს გამოიყენებს.

შერატონ ბათუმი, კანონმდებლობის მოთხოვნის მიუხედავად, უარს ამბობს გადასცეს ზვიად ქორიძეს ვიდეო მასალა, სადაც მასზე თავდასხმა არის აღბეჭდილი. „საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველოს“ ამ საკითხთან დაკავშირებით ექნება რეაგირება, გამოიყენებს ყველა ადგილობრივ სამართლებრივ მექანიზმს, ასევე მიაწვდის ინფორმაციას შესაბამის საერთაშორისო ორგანიზაციებს, რომლებიც მუშაობენ არა მხოლოდ ადამიანის უფლებების, არამედ ბიზნეს სფეროს მიმართულებით”, – წერს TI.

banner
წინა სტატიაშიბათუმში აქტივისტებს თავს დაესხნენ
შემდეგი სტატიაღაზის სექტორში ისრაელსა და „ჰამასს“ შორის ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმების მიღწევას ზეიმობენ