“შექმნილია უსაფრთხოების სპეციალური პროტოკოლი, რომელიც ქვეყანაში დამკვირვებლების უსაფრთხოდ ჩამოსვლასა და საქმიანობას უზრუნველყოფს”

პრემიერ-მინისტრთან და საარჩევნო ადმინისტრაციასთან ერთად ვმუშაობთ უსაფრთხო არჩევნების წესებთან და სტანდარტთან დაკავშირებით. ამ კუთხით, საკანონდმებლო რეგულაციები მივიღეთ -, ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, არჩილ თალაკვაძემ განაცხადა.

„საარჩევნო ადმინისტრაცია, ჯანდაცვის სამსახურებთან ერთად უსაფრთხოების პროტოკოლზე მუშაობს, რომელიც არჩევნების დროს იქნება გამოყენებული. ეს გვჭირდება იმისთვის, რომ უსაფრთხო გარემო უზრუნველვყოთ მოქალაქეებისთვის, რომლებიც საარჩევნო ყუთთან მიდიან.

ასევე დამკვირვებლებისთვის შექმნილია უსაფრთხოების სპეციალური პროტოკოლი, რომელიც ქვეყანაში დამკვირვებლების უსაფრთხოდ ჩამოსვლასა და მათი საქმიანობის შეუფერხებლად განხორციელებას უზრუნველყოფს.

მათ კარანტინში განთავსება არ მოუწევთ, ამისთვის სპეციალური მოდული არის შექმნილი, სადაც ყველა დამკვირვებელს შეუძლია დარეგისტრირება.

ყველაზე დიდ სადამკვირვებლო ინსტიტუტებთან სამუშაო შეხვედრები უკვე დაწყებული გვაქვს და დამკვირვებლები იქნებიან ძალიან წარმომადგენლობითი მისიებით“, -განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.

2020 წლის საპარლამენტო არჩევნები 120/30-ზე განაწილებით ოქტომბერში ჩატარდება.

banner
წინა სტატიაშიჩოხატაურში ავტოსაგზაო შემთხვევას მსხვერპლი მოჰყვა
შემდეგი სტატია“ძალა ერთობაშია და არა ერთმანეთისთვის ტალახის სროლაში”-ვაშაძე