შექმნილია პროგრამა, რომელიც WhatsApp-ის მომხმარებლებზე თვალყურის დევნის საშუალებას იძლევა

App Store-ის მაღაზიაში გამოჩნდა პროგრამა Chatwatch, რომელიც iPhone-ის მფლობელს საშუალებას აძლევს WhatsApp-ის მომხმარებელს თვალყური ადევნოს – ამის შესახებ ინფორმაციას Lifehacker-ი ავრცელებს. “გამოიყენეთ Chatwatch თქვენი მეგობრების, ნათესავებისა და ქვეშემდომების აქტიურობის მონიტორინგისთვის” – ნათქვამია აღწერაში.

გამომგონებლების თქმით, პროგრამის დაყენება მომხმარებელს საშუალებას აძლევს ნახოს, როდის იყო მათი თანამოსაუბრე ბოლოს “ვოტსაპში”, მაშინაც კი, როცა მას სტატუსის ჩვენების ფუნქცია გამორთული აქვს. გარდა ამისა, პროგრამა გაჩვენებთ, ჩვეულებრივ რომელ საათზე იძინებს და იღვიძებს მომხმარებელი. ასევე, Chatwatch-ს შეუძლია გაჩვენოთ კონტაქტებში მონიშნული პირები ეკონტაქტნენ თუ არა ერთმანეთს.
ამ პროგრამით გამომგონებლებს იმის ჩვენება სურთ, თუ როგორ იყენებს “ფეისბუქი” სოციალური ქსელის და მესენჯერის მომხმარებლის პირად მონაცემებს.
პროგრამა 1, 99 დოლარი ღირს. ამ ფასად მომხმარებელს საშუალება აქვს ორ განსაზღვრულ კონტაქტს თვალყური ადევნოს ერთი კვირის მანძილზე. პროგრამის შემქმნელები ამბობენ, რომ შემოსულ თანხას მოახმარენ არაკომერციული ორგანიზაციის დაფუძნებას, რომელიც დონალდ ტრამპის წინააღმდეგ კამპანიას დაიწყებს.

19 მარტს ამერიკელმა ჟურნალისტებმა გაავრცელეს, რომ “ფეისბუქმა” საკუთარი 50 მილიონი მომხმარებლის პირადი მონაცემი კომპანია Cambridge Analytica-ს გადასცა, ეს უკანასკნელი დონალდ ტრამპის საპრეზიდენტო კამპანიაში იყო ჩართული.
“ფეისბუქი” და “ვოტსაპი” მარკ ცუკერბერგს ეკუთვნის.

banner
წინა სტატიაშირუსი დიპლომატის საქართველოდან გაძევება მართალია დაგვიანებული
შემდეგი სტატიასკანდალი-მხარემ ჟენევის მოლაპარაკებების ფორმატი დაარღვია