შექმნილი სიტუაცია რუსეთის ინტერესებს უწყობს ხელს

“რესპუბლიკური პარტიის” წევრმა დავით ბერძენიშვილმა საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის სინოდის სხდომის შემდეგ განვითარებულ მოვლენებზე ისაუბრა. ბერძენიშვილმა აღნიშნა, რომ შექმნილი სიტუაცია რუსეთის ინტერესებს უწყობს ხელს.

“სკანდალი ატეხა იაკობმა და იაფად გამოძვრა. შეინარჩუნა ეპისკოპოსობა და ეპარქია. ხოლო ადამიანი, რომელიც მამალაძის შეწყალებას, გათავისუფლებას, პატრონობას ითხოვდა, პეტრე, ის გადააყენეს. ვინ მოიგო?! აშკარად რუსეთმა, იმიტომ, რომ იოანე კიდევ უფრო დაწინაურდა,”- განაცხადა დავით ბერძენიშვილმა.

შეგახსენებთ, რომ სინოდის გადაწყვეტილებით, ჭყონდიდის მღვდელმთავარ პეტრეს თანამდებობა ჩამოერთვა და მღვდელმსახურება აეკრძალა. ჭყონდიდის ყოფილი მღვდელმთავარი აცხადებს, რომ ის “ეკლესიის წიაღში მამათმავლობის ცოდვის მხილების” გამო გადააყენეს.

ასევე, სინოდის გადაწყვეტილებით, ქუთაისის ეპარქიას მიტროპოლიტი იოანე (გამრეკელი) უხელმძღვანელებს, რომელიც, პრორუსული ორიენტაციის მღვდელმთავრად მოიაზრება.

ბოდბელი მიტროპოლიტი იაკობი, რომელმაც რამდენიმე დღის წინ მაღალი იერარქიის სასულიერო პირები და ხელისუფლება პატრიარქის წინააღმდეგ შეთქმულებაში დაადანაშაულა, ქორეპისკოპოსისა და საფინანსო საბჭოს თავმჯდომარის თანამდებობიდან გადადგა, თუმცა შენდობა ითხოვა, პატრიარქს აღსარება ჩააბარა და მიტროპოლიტობა შეინარჩუნა.

banner
წინა სტატიაშიპეტრეს ცაავას მხარდამჭერი: მეუფე გრიგოლი რომ ჩამოვა, იმ 3-4 მოწმეს დავახვედრებთ აქ
შემდეგი სტატიასინოდის განჩინება გამოქვეყნდა