შექმნეს მახინჯი სურათი სასამართლოს შენობასთან – კობახიძე ნიკა მელიასა და გიგი უგულავაზე

საპარლამენტო უმრავლესობის წევრი, ირაკლი კობახიძე გუშინ თბილისის საქალაქო სასამართლოს შენობის გარეთ მიმდინარე პროცესებს გამოეხმაურა და თქვა, რომ არეულობის დროს განსაკუთრებით ენმ-ის თავმჯდომარე, ნიკა მელია და გიგი უგულავა აქტიურობდა.

კობახიძის მტკიცებით, მელია და უგულავა ცდილობენ, რომ პოლარიზაციის სათავეში მოექცნენ.

“აბსოლუტურად მიუღებელი სურათი, განსაკუთრებით აქტიურობდნენ მელია, უგულავა, ორი ადამიანი, რომელიც თავის დროზე პოლიტიკური შეთანხმებების შემდეგ გათავისუფლდნენ და დღეს სწორედ ისინი ცდილობენ, ჩადგნენ პოლარიზაციის სათავეში. თუმცა მათი ეს მცდელობებიც, რა თქმა უნდა, წარუმატებლობისთვის არის განწირული და იმ მახინჯი სურათით, რომელიც მათ შექმნეს სასამართლოს შენობის გარეთ, ბუნებრივია, ვერანაირ შედეგს ვერ მიაღწევენ “,- თქვა ირაკლი კობახიძემ.

კობახიძემ “დღის წესრიგის ცვლილებაზეც” ისაუბრა და თქვა, რომ მათ ეს არჩევნების მეორე დღიდან ჰქონდათ განზრახული და ამაში ხელი “ნაციონალურმა მოძრაობამ” მიხეილ სააკაშვილზე საუბრით შეუშალათ.

“სამწუხაროდ ამ გასული 1 თვის განმავლობაში მაინც მოახერხეს და ჩატოვეს ქვეყანა მუდმივ სააკაშვილის და ა.შ. პოლარიზაციის რეჟიმში, ძველ დღის წესრიგში”, – ამბობს კობახიძე.

banner
წინა სტატიაშიარჩილ თალაკვაძე ლატვიის სეიმის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის წევრებს შეხვდა
შემდეგი სტატიადენის შმიგალი – საქართველოს და მოლდოვის პრემიერ-მინისტრებთან ერთად, ვემზადები დღევანდელი შეხვედრისთვის ევროკავშირის ლიდერებთან ასოცირებული ტრიოს ფორმატში; წინ ნაყოფიერი დღის წესრიგი გველის