შეფერხება მეტროსადგურ „სამგორში“ – მგზავრები მატარებლიდან გამოიყვანეს

მეტროსადგურ „სამგორში“ შეფერხებაა. მოულოდნელად მგზავრებს მოძრავი შემადგენლობის დაცლა მოსთხოვეს, რის შემდეგაც ბაქანზე მეორე მატარებელი შემოვიდა.

თბილისის სატრანსპორტო კომპანიის პრესსამსახურში განაცხადეს, რომ მოძრავ შემადგენლობას ტექნიკური პრობლემა შეექმნა, რის გამოც ბაქანზე სათადარიგო ელმავალი შეიყვანეს, რომელიც მატარებელს სადგურიდან გაიყვანს და მეტროს მუშაობა ჩვეულ რეჟიმში განახლდება.

banner
წინა სტატიაშისამართალდამცველებმა ბათუმში განსაკუთრებით დიდი ოდენობით „მეტადონი“ ამოიღეს
შემდეგი სტატიასხვისი ქონების მოტყუებით დაუფლების მცდელობის ფაქტზე ერთი პირი დააკავეს