შეფასება, რომ “ქართული ოცნებას” პოლიცია პოლიტიზირებული ჰყავს, არ მგონია სწორი იყოს, არაერთი აქცია ვნახეთ, სადაც პოლიცია იქცეოდა პროფესიონალურად

news
ავტ.: news დეკემბერი 6, 2019 13:06

შეფასება, რომ “ქართული ოცნებას” პოლიცია პოლიტიზირებული ჰყავს, არ მგონია სწორი იყოს, არაერთი აქცია ვნახეთ, სადაც პოლიცია იქცეოდა პროფესიონალურად

რომ “ქართული ოცნებას” პოლიცია პოლიტიზირებული ჰყავს, არ მგონია სწორი იყოს, არაერთი აქცია ვნახეთ, სადაც პოლიცია იქცეოდა პროფესიონალურად – ამის შესახებ განცხადება, ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარემ სოფო კილაძემ ჟურნალისტებთან საუბრისას გააკეთა.

“ვინც არ უნდა იყოს, იქნება ეს “ნაცმოძრაობა”, “ქართული ოცნება”, თუ ნეიტრალური მოქალაქე, ძალადობა ყველას მხრიდან დასაგმობია და ძალადობის თითოეულ შემთხვევას უნდა ჰქონდეს ადეკვატური რეაქცია სამართალდამცველების მხრიდან. თუ რომელიმე ქალაქში, რომელიმე კონტრაქციის დროს არ ჰქონდა სამართალდამცავებს შესაბამისი რეაგირება, ვთქვათ კონკრეტული შემთხვევა კონკრეტულ პირთან მიმართებით და ამაზე აუცილებლად შესაბამის რეაგირებას მოვახდენთ, მაგრამ ასე ზოგადად საუბარი არ მგონია სწორი იყოს. იმიტომ, რომ ზოგადი შეფასება, “ქართული ოცნებას” პოლიცია პოლიტიზირებული ჰყავს, არ მგონია სწორი იყოს, რადგან ჩვენ არაერთი აქცია ვნახეთ, სადაც პოლიცია იქცეოდა პროფესიონალურად და ამ შემთხვევაში ეს ხაზგასასმელია, მითუმეტეს იმ ფონზე, რა წარსულიც აქვს ჩვენს ქვეყანას, ვგულისხმობ წინა პერიოდს”, – განაცხადა კილაძემ.

news
ავტ.: news დეკემბერი 6, 2019 13:06