“შენიშვნას აუცილებლად გავითვალისწინებ” – იურისტი თანამდებობაზე რჩება

ედიშერ ქარჩავას თქმით ის მომავალში აუცილებლად გაითვალისწინებს იმ შენიშვნებს, რომელიც მისი მისამართით საპატრიარქოს ქონდა. ამასთანავე საპატრიარქოს იურისტი აცხადებს, რომ ის თანამდებობას არ ტოვებს და მოვალეობის შესრულებას ჩვეულებრივად აგრძელებს.
„საპატრიარქოს განცხადებასთან დაკავშირებით მე შემიძლია ცალსახად და გარკვევით გითხრათ, რომ შენიშვნას შემდგომში აუცილებლად გავითვალისწინებ. მე ჩემი სათქმელი გითხარით. ჩემი მოვალეობის შესრულებას ჩვეულებივ ვაგრძელებ.“- განაცხადა ედიშერ ქარჩავამ.

შეგახსენებთ საპატრიარქომ გაავრცელე განცხადება, რომ ედიშერ ქარჩავას ბოლოდროინდელი განცხადებები საქართველოს საპატრიარქოსთან არ იყო შეთანხმებული და ამის გამო საპატრიარქოს იურისტს გაფრთხილება მიეცა.

banner
წინა სტატიაშიგაერო-ს გენერალურმა ასამბლეამ იძულებით გადაადგილებულ პირთა შესახებ საქართველოს მიერ ინიცირებული რეზოლუცია მიიღო
შემდეგი სტატიაპრეზიდენტი ლაშა თორდიას ხვდება