“შენი ხმა ჩვენი მომავალია” – კამპანიაში ჩართული სტუდენტების მონაწილეობით სამუშაო ჯგუფი შეიქმნა

საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციაში „შენი ხმა ჩვენი მომავალია“ კამპანიაში ჩართული სტუდენტების მონაწილეობით სამუშაო ჯგუფი შეიქმნა, რომელიც თბილისსა და საქართველოს რეგიონებში სხვადასხვა პროექტის განხორციელების შესაძლებლობებს განიხილავს.

სამუშაო ჯგუფი დღეს სხვადასხვა უმაღლესი სასწავლებლის სტუდენტებისა და საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსის გიორგი აბაშიშვილის შეხვედრაზე შეიქმნა, სადაც სამომავლო გეგმებზეც იმსჯელეს.

„ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ამ ახალგაზრდებთან ასეთი აქტიური კომუნიკაცია შენარჩუნდა პროექტის “შენი ხმა ჩვენი მომავალია” დასრულების შემდგომ.

პრეზიდენტის ადმინისტრაციასთან თანამშრომლობის კუთხით ინიციატივა სწორედ მათგან წამოვიდა და ჩვენ ამ ახალგაზრდებთან ერთად ვგეგმავთ არაერთი საინტერესო პროექტის განხორციელებას თბილისსა და საქართველოს რეგიონებში”, – განაცხადა გიორგი აბაშიშვილმა სტუდენტებთან შეხვედრის შემდეგ.

banner
წინა სტატიაშიარჩილ თალაკვაძე : მე არაფრის გამორიცხვა ან დადასტურება არ შემიძლია
შემდეგი სტატიაგრიგორი კარასინი : საქართველოსთან უვიზო მიმოსვლის საკითხის განხილვისას, მოსკოვმა ვიზალიბერალიზაციის პროცესი უნდა გაითვალისწინოს