25.3 C
Tbilisi
ოთხშაბათი, ივლისი 22, 2026
banner

“შენი ადგილი კლინიკაშია, სადაც უამრავი პაციენტი გელოდება”- ინგა მამუჩიშვილი ექიმ ჩახუნაშვილის დაკავებაზე

“არ მეგულება სამედიცინო საზოგადოებაში უფრო წესიერი, ერთგული, კეთილშობილი ადამიანი, ვიდრე პროფესორი გოგი ჩახუნაშვილია… ვინ მოსთვლის იმ სიკეთეს და ქველმოქმედებას რაც მას ამ ქვეყნისთვის გაუკეთებია… რთული დღეები დროებითია, ღირსება და ადამიანობა კი მარადიული. გოგი, გისურვებ ძალას, მოთმინებას და სიმტკიცეს!!! გგულშემატკივრობ მთელი გულით,შენი ადგილი კლინიკაშია, სადაც უამრავი პაციენტი გელოდება” ,_  წერს სოციალურ ქსელში პედიატრი ინგა მამუჩიშვილი.

19 ივნისს მოსამართლე გიორგი გელაშვილმა 4 ოქტომბერს, ათონელის სასახლესთან განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით 7 ბრალდებული დამნაშავედ ცნო. მათგან ექვსს – მათ შორის, ექიმ გიორგი ჩახუნაშვილს, დავით ჟღენტს, კონსტანტინე კოკაიას, კახაბერ მჟავანაძეს, ზაქრო ალბუთაშვილსა და დავით სტურუას 5-5 წლიანი პატიმრობა მიუსაჯა. ია დარახველიძეს კი 5 წელი. 72 წლის ექიმი გიორგი ჩახუნაშვილი სასამართლო დარბაზშივე დააკავეს.

banner
წინა სტატიაშიანტონიუ კოშტა: ევროკავშირი არ აპირებს, შუამავალი იყოს რუსეთ-უკრაინის მოლაპარაკებებში
შემდეგი სტატიაახალი მონაცემები რუსეთის და უკრაინის სამხედრო დანაკარგებზე ომში – 20 ივნისი