“შენების მოძრაობის” წევრი პრემიერს გორის მერად კოტე თავზარაშვილის კანდიდატურის მოხსნას ურჩევს

“შენების მოძრაობის” წევრი, ყოფილი პარლამენტარი, სოსო ვახტანგაშვილი პრემიერმინისტრს მიმართავს. ის საკრებულოს მოქმედი თავმჯდომარის და გორის მერობის კანდიდატის, კოტე თავზარაშვილის კანდიდატურის მოხსნას ურჩევს.

ვახტანგაშვილი აცხადებს, რომ ქალაქს საბოტაჟი არა ერთხელ მოუწყო “ქართული ოცნების” მერობის კანდიდატმა. მან ასევე, აღნიშნა, კოტე თავრაზაშვილი გორის მუნიციპალიტეტის გამგებელს და “შენების მოძრაობის” მერობის კანდიდატს, დავით ონიაშვილს ხელს უშლიდა მუშაობაში.

“გორის მერობის კანდიდატი გახლავთ იმ ჯგუფის წევრი, რომელიც წლების განმავლობაში საბოტაჟის გზით ცდილობდა, რომ ხელში ჩაეგდო აღმასრულებელი ხელისუფლება… მე კიდევ ერთხელ მინდა მოვუწოდო საქართველოს პრემიერმინისტრს, რომ კარგად დაფიქრდეს 18:00 საათამდე, ვის წარდგენას აპირებს ქალაქ გორში,” – განაცხადა სოსო ვახტანგაშვილმა.

კოტე თავზარაშვილს, გორს მერობის კანდიდატად პრემიერმინისტრი დღეს წარადგენს.

banner
წინა სტატიაშიგაეროში საქართველოს ახალგაზრდობის ელჩი კომიტეტის სხდომაზე სიტყვით გამოვიდა
შემდეგი სტატია“გამჭვირვალობის” ანგარიშში გამოვლენილ პრობლემურ ტენდენციებს საკრებულოს ოპოზიცია ეთანხმება