შენარჩუნებულია პოლიციის მიერ ადმინისტრაციული წესით დაკავებული პირების მიმართ მოპყრობის გაუარესების ტენდენცია

სახალხო დამცველის შეფასებით, წამებისა და არასათანადო მოპყრობის ან დასჯის პრევენციისა და გამოძიების თვალსაზრისით, შენარჩუნებულია პოლიციის მიერ ადმინისტრაციული წესით დაკავებული პირების მიმართ მოპყრობის გაუარესების ტენდენცია. ანგარიშში მოხვდა არასრულწლოვანთა მიმართ სავარაუდო არასათანადო მოპყრობის შემთხვევებიც.

✅ სისტემურ პრობლემად რჩება სამართალდამცავთა მიერ სავარაუდოდ ჩადენილი არასათანადო მოპყრობის ფაქტების ეფექტიანი გამოძიება. სახალხო დამცველის მიერ 2013-2019 წლებში პროკურატურაში გაგზავნილი 107 წინადადების საფუძველზე დაწყებული გამოძიების ფარგლებში, პასუხისმგებელი პირი არცერთ შემთხვევაში არ გამოვლენილა. სახალხო დამცველი იმედოვნებს, რომ არასათანადო მოპყრობის საქმეთა ეფექტიანად გამოძიების პრობლემა სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის აქტიური მცდელობით დაიძლევა.

banner
წინა სტატიაშიელენე ხოშტარია : ომბუდსმენმა დეტალური გამოძიება ჩაატარა, რომლის მიხედვითაც, არა თუ არ არის გარკვეული, ვინ გასცა ბრძანება, ფაქტია, სახელმწიფოს ამის გარკვევა არ უნდა
შემდეგი სტატიაპროკურატურამ ქრთამის მიცემის ფაქტზე ადვოკატი დააკავა